ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, 32 მილიარდი დაიხარჯება ჩვენი რეგიონების განვითარებაში

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, 32 მილიარდი დაიხარჯება ჩვენი რეგიონების განვითარებაში

access_time2021-08-11 13:30:00

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გაათმაგდეს მუშაობის და განვითარების ტემპი, რადგან ეს სჭირდება მოსახლეობას.




„მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება განვითარება. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, სპორტი, კულტურა, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროექტი დაა პროგრამა დაფინანსდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 13 000-ზე მეტი ბენეფიციარი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი პროგრამებით. 1700-ზე მეტი სამაცივრე პროგრამა დაფინანსდა. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახები. 13 000 ჰექტარი ხეხილის მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა. ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური, მასშტაბური განვითარების ხედვები, ყველა მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება მექნება მე პირადად და ჩვენს მთავრობას ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში დაფინანსდება დაახლოებით 1300 ახალი საწარმო დაა ჯამში მთავრობა და კერძო სექტორი 2 მლრდ 500 მილიონის ინვესტირებას მოახდენს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული წინსვლა, წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში იქნება შესაძლებელ მგზავრობა. 32 მილიარდი დაიხარჯება ჩვენი რეგიონების განვითარებაში. ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. ეს და იხარჯება 500 მილიონი. მე მინდა, რომ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გახდეს ევროპული ტიპის. დავიწყებთ ურბანული ცენტრების განახლებას. ამით ისარგებლებს როგორ ჩვენი მოსახლეობა, ასევე კერძო სექტორი. დავიწყებთ რეკრეაციული სივრცეების განახლებას. ახალი სკვერები, ბაღების. ჩვენ დღეს ვიმყოფებით წალკის უნიკალურ კანიონთან, რომელიც ევროპაში არის ერთ-ერთი გამორჩეული. აქ უცხოური კომპანია ისრაელიდან 40 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ამ ადგილის უნიკალურობაზე მიუთითებს. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ასეთი უნიკალური ადგილები მაქსიმალურად ავითვისოთ. შევქმნათ ახალი ტურისტული ატრაქციები, გავუჩინოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენს მოსახლეობას, ახალი სამუშაო ადგილები - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენ ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ. უნდა გავაათმაგოთ მუშაობის ტემპიც და განვითარების ტემპიც. ეს სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. სჭირდება კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up