ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე

access_time2022-05-25 13:30:07

ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა - ის, რაც უკრაინაში ხდება, არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს.


„ახლა საკითხი ასე დგას: გავზრდით ჩვენ ამ მოლოდინებს და ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას. აღიარებას, რომ საქართველო არის ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ა.შ. ჩვენ გვსურს მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა. ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მინდა გაგახსენოთ ომი, რომელიც 2008 წელს გვქონდა. ამასთან, მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთიანობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას, ეს არაჩვეულებრივია. ეს არის მთელი მსოფლიოს, ცივილური მსოფლიოს ძალიან ძლიერი რეაქცია. ჩვენ, ქართველებმა ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ჩვენ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა და 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ამ ომების შედეგი არის ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებით ოკუპაცია. გვესმის ის შეშფოთება, რაც ევროკავშირში არსებობს, მათ არ სურთ ამ პრობლემების ევროპულ ოჯახში „იმპორტირება“, მაგრამ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას. მანამდე ჯერ კიდევ გრძელი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც არის „ასოცირების შეთანხმება“. მაგრამ ჩვენ გვსურს სიცხადე და ჩვენ გვჭირდება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება ევროკავშირისგან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



საქართველოს პრემიერმა ფორუმზე გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მინდა, ქართველი მეცნიერის და ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის, ბატონი მიხეილ მუსხელიშვილის ციტატა მოვიყვანო: საქართველომ იცის, რომ ის ევროპას ეკუთვნის, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები“.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up