ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება

access_time2021-08-03 17:00:00

ჩვენ უალტერნატივო უნდა გავხადოთ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება; ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. მომდევნო მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ეს უნდა იყოს ყოველდღე გასაკეთებელი და საზრუნავი ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ყველასი ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი განვითარება და კეთილდღეობაა.



„ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების, პარტნიორების დახმარებით აბსოლუტურად ხელოვნურად, უსაფუძვლოდ შექმნილი კრიზისი ამოიწურა და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ნორმალურ, პოლიტიკურ ცხოვრებას პარლამენტში, რომ ყველამ ერთად ამ გამოწვევებს, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პანდემია და აშ.. ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ. ახლა ვხედავთ, რომ ბოიკოტი გრძელდება. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, დაარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ პერსპექტიულია და ქართველებთან ერთად თანაცხოვრების მზაობა არის. მით უმეტეს მაშინ, როცა კარგად გვესმის ჩვენ, ყველას, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია. ეკონომიკური სიდუხჭირე, განვითარება, უმუშევრობა და აშ.. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს განვითარება, რეალური კეთილდღეობა. მთავარი არის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა. გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაჭრის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევის და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის მოტანის მყარი გარანტი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საქართველო მიმზიდველი და უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ჩვენ კარგად გვახსოვს, იყო დრო, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, აფხაზეთს და სოხუმს ეძახდნენ შავი ზღვის რივიერას. რატომ არ შეიძლება, განვიხილოთ პერსპექტივა, რომ იგივე რეალობა შეიძლება დადგეს?! რეალური განვითარებით, რეალური პროექტებით. ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, მეგობრებო. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის შეუცვლელი, ეს პროცესი არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყანა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up