ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ხომ ვიცით, რომ 300 000 პრობაციონერი არსებობდა ქვეყანაში სააკაშვილის დროს

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ხომ ვიცით, რომ 300 000 პრობაციონერი არსებობდა ქვეყანაში სააკაშვილის დროს

access_time2021-09-02 18:50:00

ჩვენ ხომ ვიცით, რომ 300 000 პრობაციონერი არსებობდა ქვეყანაში სააკაშვილის დროს; 300 000 კაცი იყო გასამართლებული; ციხეები სავსე იყო პატიმრებით, მათ შორის პოლიტიკური პატიმრებით. 30 000 პატიმარი იყო საპატიმროებში და რატი ბრეგაძე იხსენებდა გუშინ, რომ ერთ საკანში 30 და 40 კაცი იყო და ძილის საშუალება არ ეძლეოდა ადამიანს, ეს ხომ წამებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წამება, გაუპატიურება, ტანჯვა იყო მათი ყოველდღიური ხელწერა, ყოველდღიური ცხოვრება.

„რამე სიახლეს ვამბობთ? ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, კარგად გახსოვთ ალბათ, რომ გამოვიძიეთ ცნობილი სამეგრელოს კადრები, სამეგრელოს სკანდალი - კასრების საქმე. საშინელება, სიბინძურე, სისაძაგლე, რაც იმ კადრებში აღმოვაჩინეთ და შემდეგ დავსაჯეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ტერორში და სადიზმში იღებდა მონაწილეობას. აუპატიურებდნენ ადამიანებს, შემდეგ ვიდეოფირებზე იღებდნენ, ამით აშანტაჟებდნენ და შემდეგ ნებისმიერ დავალებას ასრულებინებდნენ. აი ეს ხალხი არის სააკაშვილი, ქარდავები, ახალაიები, მერაბიშვილი, უგულავა, მელია - ყველა, მთელი გაერთიანება და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი. თუნდაც, ბატონი ირაკლი ქარსელაძე, რომელსაც ვიცნობ, 17 წელია. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა „ქართუ ჯგუფში“ და აქ გვესწრება. უწესიერესი ადამიანი, გამოირჩევა თავისი პატიოსნებით, თავისი პროფესიონალიზმით და შეადარეთ სააკაშვილის დროინდელ მის კოლეგებს, რომლებიც 10-ჯერ ხსნიდნენ ერთ გზას, ჩვენ კარგად ვიცით ეს. 68 კილომეტრი გზა დააგო კაცმა, არ ვაჭარბებ არაფერს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაულები ჩაიდინა. ჩვენ 150 კილომეტრი დავაგეთ და 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში. შედარებითია ყველაფერი, ხომ ასეა? შეადარეთ ბატონი ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს - მკვლელს და ჯალათს, რომელიც პირდაპირ კლავდა, ხოცავდა ადამიანებს, თუ რომელიმე არ დაემორჩილებოდა მის ნებას და მისი ოჯახის წევრების ნებას და სურვილს. კეზერაშვილი, გნებავთ ან ახალაია, სადიზმით და კორუფციით გამორჩეული პირები. ეს ხომ ერთი ხელწერაა. გიგი უგულავა - ცნობილი მძარცველი და კორუფციონერი. ნიკა მელია, ასევე ცნობილი ამ კრიმინალების შემსრულებელი. მაშინ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი იყო, მახსოვს ძალიან კარგად, როცა ხელი მოაწერა სწორედ „ქართუს" წინააღმდეგ ბანკის გაკოტრების საქმეს. ასეთი ადამიანები იბრძვიან დღესაც, პოლიტიკაში არიან და ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე და აცდნენ მასებს ჯერ კიდევ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი.


„ვერ ხვდებიან, ან რაღაც დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე - ღიად უნდა ითქვას. ეს ტრაგედიაა მეგობრებო, აი ამ ყველაფრის ფონზე, რაც მათ ჩაიდინეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური ძალა, რომელიც ტერიტორიებს დაგაკარგინებს, ტერიტორიას შენი წინაპრების მიერ მოტანილს, სისხლით, ომით და ჯაფით მოტანილ ტერიტორიებს, ძირძველ ტერიტორიებს დაგაკარგვინებს და ვერ აგარიდებს ისეთ დიდ ტრაგედიას და განსაცდელს როგორიც არის ომი, როგორ შეიძლება, ამ პოლიტიკურ ძალას მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის საშუალება. ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში ნული იქნებოდა მათ მიმართ მხარდაჭერა. დღეს კატასტროფაა, რომ ჯერ კიდევ 15-17 პროცენტი მხარს უჭერს თუ 20%-ი. ესეც ხომ ტრაგედიაა, ესეც ხომ კატასტროფაა. ე.ი. მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ ე.ი. რაღაც დავაკელით, რაღაც კომუნიკაციის ნაკლებობაა და კიდევ უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ყველა ეს საქმე, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელდა, ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ, აქტიურად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. იმ ფონზე, როცა, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანია. ათასი რაღაც მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოვიდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა. რა არ დააბრალეს და როგორი ბინძური კამპანიები აწარმოეს მათმა ტელევიზიებმა. არაფერი აღარ გვიკვირს ჩვენ, ბუნებრივია, ამიტომაც ახლა საჭირო არის ძალიან ძლიერად გამარჯვება. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ და ძლიერად გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში. აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ სიბინძურეზე და ამ ცილისწამებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up