ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის მიუხედავად, ისინი 2 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად“,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.