ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ

access_time2022-11-15 21:00:00

ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ყველა დონეზე მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინის სუვერენიტეტს. მისი თქმით, საქართველომ ომი 2008 წელს გამოსცადა, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბით.



„დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, ბუნებრივია, უკრაინაში არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას. ჩვენი საერთო სურვილი არის, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ გამოსცადა ასეთი ომი, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბით. 2008 წელს. როგორც უკვე აღვნიშნე, მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ასევე, ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან საკმაოდ სწორი, გონივრული და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. შარშან ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა , ბატონო კომისარო. წელსაც, მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ რთული მდგომარეობისა, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 9 თვეში. 100 000 -ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც 9 თვეში და თქვენ თავად ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი , ზოგადად მთელი ინდუსტრია და ბიზნეს სექტორი არის გააქტიურებული, ამიტომ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს არის ის ერთადერთი გამონაკლისი, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ამავდროულად ჩვენი პრინციპულობით , მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ხალხის ინტერესებში და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში , რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up