ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ოპონენტები არაფერს გვთავაზობენ გარდა ბნელი წარსულისა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ოპონენტები არაფერს გვთავაზობენ გარდა ბნელი წარსულისა

access_time2021-09-01 21:20:00

ჩვენი ოპონენტები, მეგობრებო, არაფერს გვთავაზობენ გარდა ბნელი წარსულისა და ბნელი გამოცდილებისა; ჩვენმა ხალხმა უარი თქვა მჩაგვრელ, მკვლელ და ანტიეროვნულ ძალაზე, რომელიც უსამართლოდ მართავდა ჩვენს ქვეყანას და ათასობით ადამიანი გააუბედურეს და დახოცეს პირდაპირ, გვახსოვს კარგად ახალგაზრდების პირდაპირ ჩაცხრილვა ქუჩებში, ეს დრო აღარასოდეს აღარ დაბრუნდება ქართველი ხალხის ძალით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის არჩევანი ნათელია.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, თუ ვინ ლამობს, ვინ ძალადობს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, სააკაშვილის მეთაურობით, მათი დე-იურე პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე იმ სისტემის, იმ მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის ნაწილი იყო და ის ცნობილი გვარები. სამტრედიაში გამოსვლისას ჩამოვთვალე შედარებისთვის უბრალოდ, მე მინდა ყველამ ერთად გავიხსენოთ. მხოლოდ ძალოვანი მინისტრები რომ ავიღოთ, ბატონი რატი ბრეგაძე, პროფესორი კაცი, დოქტორის ხარისხის მქონე, გერმანიაში მიღებული განათლება, უწესიერესი, პატიოსანი კაცი, რომელიც ემსახურება თავის ქვეყანას და იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, პენიტენციურ დაწესებულებას, ვარ დარწმუნებული, რომ ეს კაცი არ ჩაიდენს ბოროტებას. მისი ყოფილი წინამორბედი იყო ბატონი ადეიშვილი, რომელიც ცნობილი იყო ათასობით ადამიანის განადგურებით, უამრავი რეალური ისტორია უკავშირდება მის სახელს. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი მიყვებოდა ამას წინათ, რომ აი, რატომ „ქართული ოცნება“ - იმიტომ, რომ თუნდაც ბატონი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ შევადაროთ ვანო მერაბიშვილს - მკვლელს, კრიმინალს, რომელიც იყო გამორჩეული ადამიანების ჩაგვრით და ერთ -ერთ მთავარ კორუმპირებულ ადამიანს; ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, ასევე ცნობილი ვანელი, უწესიერესი კაცი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ახლა შეადარეთ ასევე სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ ახალაიას. რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი აქვთ თვალწინ და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რომელ ძალას ვირჩევთ. აქეთ არის სააკაშვილი, თავისი მჩაგვრელი, მკვლელებით, სადისტებით და მეორე მხარეს არის ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩამოგითვალეთ, თუნდაც ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი, რვა შვილის მამა, უწესიერესი კაცი და შეადარეთ კეზერაშვილს, რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ქვეყანაში. ჩვენ ეს ხალხი ვართ მეგობრებო, ეს არის ჩვენი ხელწერა, ეს არის ის ხელწერა, რომელიც დაამკვიდრა და ბეჭედი დაუსვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელიც არ შეიცვლება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში. ეს არის ის ღირებულებები და ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ დავიცავთ მტკიცედ და არავითარი ყოყმანი არ გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up