„ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, სოციალური საკითხების გადაწყვეტის, განათლების, სპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით“

„ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, სოციალური საკითხების გადაწყვეტის, განათლების, სპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით“

access_time2021-08-10 15:20:00

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, სოციალური საკითხების გადაწყვეტის, განათლების, სპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მმართველი გუნდის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება მიწის ნაკვეთების მელიორაცია, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.



„თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ქალაქისთვის, ჩვენი სოფლებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, სოციალური საკითხების გადაწყვეტა ჩვენი მოსახლეობისთვის, განათლება, სპორტი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება ბოლნისს. კარგად იცის ჩვენმა კანდიდატმა, ჩვენმა გუნდმა, რა სჭირდება ჩვენს ბოლნისს, ჩვენს ბოლნისის მოსახლეობას, სოფლებს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა ასეთი დიდი საკითხების მოგვარება. საკითხები, როგორიც არის მაგალითად მიწის ნაკვეთების მელიორაცია თუნდაც, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, განათლება - პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა - ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც ჩვენ გვექნება განსაკუთრებული აქცენტი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად, მეგობრებო, მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ შემდგომი სამი წელი იყოს განვითარება, განვითარება და განვითარება. იყოს მშვიდი, სტაბილური პერიოდი და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ ყოველ დღე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up