ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ

access_time2021-08-19 14:50:00

ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები ჩოხატაურს და ჩოხატაურელებს. მე მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, მხარდაჭერისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი დიდი ოჯახისადმი, რომლის საშუალებით, შევძელით 7 არჩევნებში ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ერთად მოვდივართ უკვე 8 წელზე მეტია. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს არაერთი ღირსეული ახალი წევრი შეემატა. მინდა, რომ ყველას მივესალმო და მადლიერებით გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენდამი და მადლიერება.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ამ ულამაზეს ადგილას, ერისთავების სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც, „ქართუ ფონდის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს. ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი.

ბოლო წლებში, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ არაერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, თუ სხვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. თუნდაც, არაერთი სკოლა აშენდა, რეაბილიტირდა, არაერთი საბავშვო ბაღი აშენდა. ჩვენ ჯამში 175 ახალი სკოლა ავაშენეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აღდგენა ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში, რომელიც ევროპული სტანდარტის მიხედვით მოეწყობა.


სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გურია იქნება ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებითაც.

ვიცი, რომ ჩოხატაურს, ზოგადად, მიწის მწირი რესურსი აქვს, მაგრამ თითო გოჯი მიწა უნდა ავითვისოთ და ბოლომდე მოხდეს ამ რესურსის, პოტენციალის ათვისება და გამოყენება, რეალიზება.

ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ. ჩვენ არაერთი პროგრამა წამოვიწყეთ და სწორედ საქმით დადასტურდა, რომ ყველა ეს პროგრამა არის რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი, მაგალითად, როგორიც არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომლითაც ათასობით ფერმერმა ისარგებლა ყველა მუნიციპალიტეტში, „აწარმოე საქართველოში“, რომლითაც დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და დაფინანსდა რამდენიმე ასეული ახალი საწარმოს გადაიარაღება, შექმნა, განვითარება. შეიქმნა 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up