ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ბედავენ და სასამართლოზე გველაპარაკებიან, ადეიშვილის, სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, ბოკერიას, უგულავას, კეზერაშვილის, თაღლითი მძარცველების და მჩაგვრელი ადამიანების პარტია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ბედავენ და სასამართლოზე გველაპარაკებიან, ადეიშვილის, სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, ბოკერიას, უგულავას, კეზერაშვილის, თაღლითი მძარცველების და მჩაგვრელი ადამიანების პარტია

access_time2021-09-02 15:45:00

მოდით ვთქვათ, ვინ არის დღეს ოპოზიცია - სამწუხაროდ, ერთადერთი დესტრუქციული რადიკალური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მისი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტები მოსახლეობას ვერავითარ კონკრეტულ ხედვას თუ პრობლემების გადაჭრის გზებს ვერ სთავაზობენ.



„ვინმეს უნახავს რაიმე ან გამოსავლის გზები მათი მხრიდან შემოთავაზებული, ან რაიმე კონკრეტული გეგმა, ხედვა, პროგრამა? ნული, არავითარი. მათი მხრიდან 8 წლის განმავლობაში მხოლოდ ისმის ძალადობა, ზიზღი, შუღლი, ერთმანეთთან დაპირისპირება და ცილისწამების მთელი ეს პროპაგანდა, რომელიც უწყვეტად მოედინება მათი ბაგეებიდან და მათი ტელევიზიებიდან. სწორედ მათი მეთოდური მუშაობით, ეს ცნობილი მეთოდია, სხვათა შორის ფაშისტები იყენებდნენ, უწყვეტი პროპაგანდის მეშვეობით, შეუძლიათ, ჯოჯოხეთი ადამიანს მოაჩვენონ სამოთხედ და პირიქით. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ჩვენ მართლაც ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით. აქ არ არსებობდა არც თავისუფლება, არც ღირსება, არაფერი საერთოდ, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო იყო, დღეს რომ გამოდიან და ბედავენ, რომ სასამართლოზე გველაპარაკებიან. ვინ გველაპარაკება ამას, ადეიშვილის და სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას, კეზერაშვილის პარტია, ამ თაღლითი მძარცველების და მჩაგვრელი ადამიანების პარტია. გველაპარაკებიან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პროკურატურის გამჭვირვალობაზე, პოლიციაზე, ჯარზე და ა.შ. მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკონ. მათი ერთადერთი გამოსავალია, დატოვონ პოლიტიკა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, ხალხი დამშვიდდეს და ის ქაოსი და ისტერია, რაც შექმნილია მათი ტელევიზიების მეშვეობით, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. უნდა დამთავრდეს პოლარიზება, ადამიანების დაპირისპირება, ხელოვნური, გამოგონილი ბინძური ბრალდებებით და ცილისწამებებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს, ქვეყნის და ხალხის გამოწვევაა, რადგან ხალხს სჭირდება შინაგანი სიმშვიდე, სტაბილურობა თავისუფლება და ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც მთავრობა უქმნის.



„დასაქმებაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, 24 საათის განმავლობაში მათ ტელევიზიებსა და მათ რიგებში მიმდინარეობს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, უამრავ ბრალდებაზე. არავითარი დისკურსი, არავითარი საუბარი არ მიმდინარეობს ჩვენი მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე - გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე. რატომ? იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვა თემებით არის გაჯერებული. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი გზით, რადგან იციან, რომ 7 არჩევნებში სასტიკად დამარცხდნენ და მე-8 არჩევნებშიც სასტიკად დამარცხდებიან. რა თქმა უნდა, ხანდახან ადამიანს გიჩნდება სურვილი და ნატვრა გაქვს, ოცნებაც გაქვს, რომ ღირსეული კონკურენტი, ღირსეული მოწინააღმდეგე გყავდეს. ასეთ ადამიანებთან ასეთი დაპირისპირებაც უკვე მომაბეზრებელია ჩვენთვის ყველასთვის და მით უმეტეს, ხალხისთვის. წარმოგიდგენიათ, რამდენად აუტანელია მათი დემაგოგიის მოსმენა ყოველდღიურად, რაც ხდება მათ ტელევიზიებში. ყოველდღიურად, დილიდან დაწყებული გვიან ღამემდე, მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა, რომ მოსახლეობა დაძაბონ, ხალხი მუდმივ სტრესში ამყოფონ და ეს განწყობა და შფოთვა მუდმივად სუფევდეს ჩვენს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს არაფერი, რომ მოსახლეობამ ვერ დაგეგმოს ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up