ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები

ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები

access_time2021-08-27 18:30:00

განათლების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, გვინდა, რომ ყველა სკოლა, ასევე, პროფესიული სასწავლებელი მოეწყოს ევროპული სტანდარტის მიხედვით, ჩვენ დავიწყეთ ინტენსიურად სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა, 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ, 250 გავარემონტეთ და 800 სკოლის ევროპული სტანდარტის მიხედვით გარემონტებას ვგეგმავთ უახლოესი წლების განმავლობაში,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბაშაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიგა გაბელაიას წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა იმისა, თუ როგორ განავითაროს ეკონომიკა და როგორ წაწიოს წინ ქვეყანა.




„რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. სტაბილურობის და პროგნოზირებადობის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა დაგეგმოს ან განავითაროს რაიმე და სიკეთე მოიტანოს ამ ქვეყანაში. სულ ახლახან ვიმყოფებოდი ფაროსანას მართვის შტაბში, რომელიც არის შექმნილი ბატონი ლევან დავითაშვილის მიერ. მისი სამინისტროს მიერ იმართა ძალიან ეფექტიანად და მსოფლიოს და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნა ფართოდ აღიარებული, რომ ქართული მართვის მოდელი არის ნამდვილად წარმატებული, ამიტომ მადლობა ბატონ ლევანს და მთელ შტაბს, ვინც მუშაობდა ამ მართლაც ძალიან დიდი გამოწვევის დამარცხებაზე და ეს პრობლემა დაძლეულ იქნა, მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ კვლავაც აღადგინონ ბაღები და მიიღონ შემოსავალი. წელს იქნება თხილის რეკორდული მოსავალი. ვიცი, რომ აბაშაში მიდის ინტენსიური მუშაობა და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამის კონტროლს და მონიტორინგს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აბაშა, გამორჩეულია თავისი ხალხით, თავისი ლეგენდარული პიროვნებებით. მე მინდა აღვნიშნო დიდი კონსტანტინე გამსახურდია, რომლის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო კაცი, მისი სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით და ძალიან მალე დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის აღდგენითი სამუშაოები და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელოვანი ადამიანები, ჩვენთვის საამაყო ქართველები. ასევე დავიწყეთ აქტიურად ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც ეხება ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში ახალი ურბანული ტიპის, განახლებული ურბანული ცენტრების მშენებლობას და მოწყობას იმისთვის, რომ ეტაპობრივად ყველა ქალაქი და ყველა მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ, ლამაზ ევროპული ტიპის ქალაქებად და სწორედ ამ მიმართულებით ბატონი ირაკლი ქარსელაძე აქტიურად მუშაობს. ყველა მუნიციპალიტეტში არის დაწყებული აღნიშნული სამუშაოები. მინდა, ჩვენს კანდიდატს ბატონ გიგას წარმატება ვუსურვო, ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ აბაშისთვის, მე მინდა ასევე ბატონ ლევან მაკალათიას მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის, იგი ემსახურა თავის მშობლიურ აბაშას მთელი გულით და სულით, ბევრი კარგი საქმე გაუკეთა აბაშას და მე მჯერა, რომ გააგრძელებს ასევე თქვენს მსახურებას სხვა პოზიციიდან. ასევე, მინდა ბატონ ლევან მგალობლიშვილს მივესალმო და მადლობა ვუთხრა მას საკუთარი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up