ირაკლი ღარიბაშვილი - ჯამში, 7 000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მოხდა ამ 8 წელიწადში

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯამში, 7 000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მოხდა ამ 8 წელიწადში

access_time2021-08-18 14:10:00

მთლიანად ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი. რეალურად, ჩვენ შევცვლით ჩვენი ქვეყნის მთლიან სურათს. მართლაც ევროპული ქვეყანა უნდა გავხადოთ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



მან ხაზი გაუსვა, რომ 150 კმ. ჩქაროსნული მაგისტრალი დააგო „ქართული ოცნების“ მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე იყო წინა მთავრობის დროს, იგივე პერიოდში.



„4-5 საათი დასჭირდება, მაგალითად წითელი ხიდიდან სარფამდე ჩამოსვლას ახალი ჩქაროსნული მაგისტრალებით, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. სხვათაშორის, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 150 კმ. ჩქაროსნული მაგისტრალი დააგო ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე იყო წინა მთავრობის დროს, იგივე პერიოდში. ჯამში, 7 000 კმ. გზის რეაბილიტაცია, მოვლა შევძელით. 2 850 კმ. ახალი გზა დაიგო, რეაბილიტირდა და ჯამში, 7 000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მოხდა ამ 8 წელიწადში. ამ პროცესს ვაგრძელებთ. ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, პროგრესი გვქონდა და ახლა, მომდევნო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა გზა უნდა დავასრულოთ. გეგმა, რომელიც აქვს შემუშავებული ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ამ გეგმის მიხედვით, მოგახსენეთ, რომ 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება და ყველა რეგიონის განვითარებას მოხმარდება თანაბრად.




ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენი გეგმის მიხედვით, გავაგრძელოთ წინსვლა და მშენებლობა. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. რა თქმა უნდა, ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი გეგმები კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, საით მიდის ქვეყანა, რომ ჩვენს ხალხს ავუხსნათ და ხალხი ავიყოლიოთ, ამ ფერხულში ჩაებას ჩვენი მოსახლეობა, თუ საით მივდივართ, რა გეზი გვაქვს, როგორ მივაღწევთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს კეთილდღეობას და მეტ დოვლათს შეაქმნევინებს ჩვენს მოსახლეობას, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, ეკოლოგია, განათლება, სპორტი, კულტურა, ინფრასტრუქტურაზე მოგახსენეთ, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის განვითარება. გვაქვს დეტალურად გაწერილი გეგმები და გრძელვადიანი ხედვა. რეალურად, 10 წლიანი გეგმა არის რეალისტური და ამ ინტენსიური მუშაობით, 10 წელიწადში შეგვიძლია, რომ მართლაც ევროპული ქვეყანა გავხადოთ ჩვენი ეს ულამაზესი საქართველო.



ქვეყანას სჭირდება მოვლა-პატრონობა. თუნდაც ქედაზე რომ ვისაუბროთ, თითოეულ შენობას სჭირდება მოფერება, მოვლა, პატრონობა, შენახვა, გზებს და მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავუდგეთ მხარში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს.



ვახსენე არც სახსენებელი და შემდეგ ომზეც ვისაუბრეთ. ამიტომ, ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის და ომის ფასი. ამიტომ, მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი შემდგომი განვითარების. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up