ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს

access_time2022-04-11 11:40:00

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს, პირადად ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს და შევსებულ კითხვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწვდით ბრიუსელს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში, ევროკავშირთან ურთიერთობაში მიღწეული ყველა პროგრესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება.



„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც ბატონ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს. ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ. მას შემდეგ, რაც მოვაწერეთ ხელი, წარვადგინეთ აპლიკაცია წევრობაზე, განაცხადი, პროცესი დაწყებულია, ჩვენ ახლა მივიღებთ ამ კითხვარს. ამ პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ ამ პროცესს. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ აღნიშნული შევსებული კითხვარი ბრიუსელს. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ის სიკეთე, პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე წევრობაზე ოფიციალური განაცხადი, ეს ყველაფერი სწორედ „ქართულ ოცნებას უკავშირდება. აი ამ პასუხისმგებლობით, მივიღებთ რა ამ კითხვარს, ჩავერთვებით და მაქსიმალურად მოკლე დროში წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up