ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი; ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი, ქართველ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი; ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი, ქართველ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი

access_time2021-09-01 13:20:00

ჩვენ კარგად ავხსენით, რომ გვაქვს მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებულა, უკვე 10-12 წელზე მეტია; მეორე კვარტალში ჩვენ გვქონდა 29%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთლიანად 7 თვეში ჩვენ გვქონდა 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამან საშუალება მოგვცა, ბიუჯეტში დაახლოებით, 1,2 მილიარდი ლარის დამატებითი შემოსავალი გასჩენოდა სახელმწიფოს ამის შედეგად, ჩვენ მივეცით თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ნელ-ნელა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასულ წელს სახელმწიფომ აიღო 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ვალი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას.



„აქედან გამომდინარე, ეს სესხი, 75 მილიონი ევრო, ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ფინანსური დახმარება, გრანტი და ა.შ., თუმცა ძალიან ბევრი დახმარება მიუღია სახელმწიფოს ევროკავშირისგან, დონორებისგან. ამისთვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ და ყოველთვის ვიქნებით მადლიერი. ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი. ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. ეს ერთი; მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებასა და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. ქართველ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამას გარდა, ამ სესხმა 75 მილიონმა ევრომ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და პოლიტიკური ინსინუაციების და სპეკულაციების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ, ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის დამფუძნებლის, ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ა.შ. ეს ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. ევროპის სახალხო პარტია არის „ნაცმოძრაობის“ დედა პარტია, ქოლგა პარტია, რომელიც არის ათი პარტნიორი და ამ გაერთიანების წევრია „ნაცმოძრაობა“. ისინი ტრადიციულად არიან სოლიდარული მათ მიმართ, არ აინტერესებთ რეალურად რა ხდება, მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი თუ არა. არ ჩადიან საქმის ვითარებაში, რეალურ არსში არ ერკვევიან და აკეთებენ ასეთ სუბიექტურ, მიკერძოებულ განცხადებებს“, - განაცხადა პრემიერმა.




ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2014 წელს, როდესაც ქვეყანა აქტიურად მუშაობდა უვიზო რეჟიმის მიღებაზე, მაშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, დაწყებული სააკაშვილით, ბაქრაძით, კანდელაკით და სხვებით, აქტიურად მუშაობდნენ სწორედ Epp-ის წარმომადგენლების მეშვეობით, რომ საქართველოს და მოქალაქეებს როგორმე არ მიეღოთ უვიზო რეჟიმი.



„ეს არის სწორედ ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური პოლიტიკა. ამას გარდა არაერთი მცდელობა იყო. შემდეგ ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ წევრების და მათი ამ გაერთიანების, სახალხო პარტიის წევრების ჩართულობით იყო მცდელობა, რომ გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. ეს რომ თავიდან აგვერიდებინა და დაგვესრულებინა ეს სპეკულაციები, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო მიღებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up