ირაკლი ღარიბაშვილი - ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს

ირაკლი ღარიბაშვილი - ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს

access_time2021-08-27 16:40:00

იყო ნიკო ნიკოლაძის ქალაქის მერი, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საპატიო და საამაყო და ამავდროულად - ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მჯერა, ჩვენი კანდიდატი ბექა სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით, ამ მოტივაციით გააგრძელებს ქალაქის შენებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისა და თითოეული კანდიდატის მთავარი გამოწვევა და კონკურენტი ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემებია.



„დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ აქ ვიმყოფებით, ამ ისტორიულ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, ქალაქ ფოთში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სტრატეგიული მნიშვნელობით. ფოთში ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი მომდევნო წლებში. ჩვენ ახლა ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და შერჩეული გვყავს კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ფოთს და ფოთელების ინტერესებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო შედარებისთვის, თუ ვის უპირისპირდება დღეს „ქართული ოცნების კანდიდატი და ზოგადად ჩვენი გუნდი. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც ფოთში არსებობს, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ჩვენთვის ეს არის მთავარი კონკურენტი. ყველა კანდიდატის მთავარი კონკურენტი უნდა იყოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის. მეორეს მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, რომელიც ძალიან სწორად შევარჩიეთ - ახალგაზრდა, მოტივირებული, ენერგიული კაცი, რომელიც გამოირჩევა პატიოსნებით, ძალიან კარგი განათლებით, არის პატრიოტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ფოთზე და ფოთელებზე - ბატონი ბექა ვაჭარაძე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მიუხედავად მისი ასაკისა. მანამდე იგი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, კარგად არის გარკვეული ყველა იმ საკითხში, რომელიც ფოთის წინაშე დგას და ფოთელებს აწუხებთ და მჯერა, ბექა იქნება ძალიან წარმატებული ფოთის მერი“, - განაცხადა პრემიერმა.




ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აუცილებელია მაქსიმალური მობილიზება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვოს და გაიმარჯვონ ფოთელებმა.



„მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, თუ ვინ უპირისპირდება ჩვენს ღირსეულ კანდიდატს - ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. უპირისპირდება ალბათ პოლიტიკოსისთვის ყველაზე შეუფერებელი. ნათქვამია, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს, პოლიტიკაში ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს და მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში კაცი, რომელიც ცნობილია ძარცვით და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თვალსაჩინო კორუფციონერია. ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, მძარცველი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის იმიჯით თუ სტატუსით მოსიარულე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენს მოქალაქეებს, ფოთელებს მოუწევთ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება პატიოსნებას, ღირსებას და ერთგულებას შორის და მეორეს მხრივ, იმასთან, რაც ჩამოვთვალე, აღარ გავიმეორებ, აღარ შევაწუხებ ჩვენს მოსახლეობას. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს ფოთელებს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში ფოთში, მაქსიმალურად დროულად იქნას გამოსწორებული. ამას შეძლებს ბექა მის გუნდთან ერთად. მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ცენტრალური მთავრობისგან და ყველა იმ ხარვეზს თუ შეცდომას, რომელიც იყო ბოლო წლებში ან თუ რაიმე ძალისხმევა დავაკელით, აუცილებლად ძალიან მოკლე დროში ამ ყველაფერს გამოვასწორებთ, ვინაიდან ფოთი იმსახურებს უკეთესს, ფოთი იმსახურებს უფრო მაღალი ტემპებით, დიდი ტემპებით განვითარებას, წინსვლას, დამშვენებას და ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up