ირაკლი ღარიბაშვილი - გორი ჩემი დედულეთია, მთელი ბავშვობა აქ გავატარე, ლიახვის ხეობაში და სოფელ დიცში, კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი, განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც

ირაკლი ღარიბაშვილი - გორი ჩემი დედულეთია, მთელი ბავშვობა აქ გავატარე, ლიახვის ხეობაში და სოფელ დიცში, კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი, განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც

access_time2021-09-14 18:40:00

რომელი ხელისუფალი გახსენდებათ, ვინც 30 წლის განმავლობაში, უახლესი ისტორიის განმავლობაში, შეძლო გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის მოტანა ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისთვის - არც ერთი, მეგობრებო; ეს არის „ქართული ოცნება“ და რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში დაისადგურა გრძელვადიანმა მშვიდობამ და ყველამ და მით უმეტეს გორელებმა, კარგად იციან მშვიდობის ფასი, იმიტომ, რომ იციან ომის ფასი.

„გორში ვართ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მძიმე დღეები. გორი ჩემი დედულეთია, მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ლიახვის ხეობაში და სოფელ დიცში. მე კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი და განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც. დავკარგეთ ასეულობით სოფელი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ბრძოლით მოგვიტანეს და შემოგვინახეს. ამ დროს, უპასუხისმგებლო მთავრობამ, სააკაშვილის მეთაურობით, მისი სიტყვების ციტირება რომ მოვახდინო, ამ სოფლებს უწოდა „ქვების გროვა". მე მინდა, თითოეულ გორელს ვკითხო, ამ განცხადების შემდეგ, როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანს პარტიას ვიღაცამ დღეს კიდევ, მხარი დაუჭიროს. კაცი, რომელიც ვერ აარიდებს ქვეყანას ასეთ დიდ პროვოკაციას და უბედურებას და დააკანონებს ოკუპაციას, ამის შემდეგ, დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს „ქვების გროვას", საჯაროდ, ტელევიზიის მეშვეობით, ეს რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა ადამიანმა. ამას გარდა, ჩვენ კარგად ვნახეთ, მაშინ როცა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იღუპებოდნენ, იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე და იცავდნენ ჩვენს ქვეყანას, მაშინ ეს ლაჩარი კაცი მიწაზე გართხმული გამორბოდა ბრძოლის ველიდან. 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენმა შინდისის გმირებმა, 17-მა კაცმა არნახული გმირობა ჩაიდინა, იმავე დღეს, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი სირცხვილი სააკაშვილის სახით. შემდეგ ვნახეთ, ომის მეორე, თუ მესამე დღეს, როგორ გამართეს სამარცხვინო კონცერტი, როგორ მიიყვანეს დათრგუნული ხალხი, ეს საწყალი ხალხი დააყენეს და „მიშა, მიშა“ აძახებინეს, ხალხნო. ეს ხომ არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, რამეს ახალს ვამბობ, ვამეტებ, თუ რა?! ეს არის 1% იმისა , რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up