ირაკლი ღარიბაშვილი - იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის საქმე, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ, ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე

ირაკლი ღარიბაშვილი - იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის საქმე, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ, ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე

access_time2021-09-10 15:40:00

ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, რადგან ჩვენს გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა თავისი პასუხისმგებლიანი საქმით დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი და ძალა, რომ მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის საქმე, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ხალხის წინაშე. კარგად ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე. სწორედ ამიტომაც, ყველას მთავარი საქმე და საზრუნავი, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი დავაფინანსეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, განათლების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 170-ზე მეტი ახალი სკოლა აშენდე, 250 რეაბილიტირდა, ბაღების მშენებლობა, ასობით ახალი საბავშვო ბაღის აშენება, აღდგენა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, ყველა მუნიციპალიტეტში გზებს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, ჯამში 10 ათასი კმ გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. ამას გარდა, ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ძალიან მასშტაბურ, საუკუნის პროექტებს, როგორიც არის რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ძალიან შთამბეჭდავი პროექტები, ახლა ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება, თუმცა გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც ქვეყნის მთავარი პრობლემაა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უმუშევრობა და სიღარიბე არ დამდგარა გუშინ და გუშინწინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენმა წინა ხელისუფლებებმა, უგუნურმა მმართველებმა მოიტანეს ჩვენს ქვეყანაში. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაკარგეს სამუშაო ადგილები. ათასობით და ასი ათასობით მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ბევრი რამ არასწორი მიმართულებით განვითარდა, გვქონდა ძალიან ბევრი შიდა არეულობა, ომი, კონფლიქტები და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up