ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი

access_time2021-08-18 16:20:00

ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



პრემიერის თქმით, ყველა ის სიკეთე, დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, უნდა გადანაწილდეს თანაბრად, ყველა რეგიონსა და ქალაქზე.



„ჩვენ გავაკეთეთ მომდევნო წლების გეგმები და ახლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე, 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი. ყველა ის სიკეთე, დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, უნდა გადანაწილდეს თანაბრად, ყველა რეგიონსა და ქალაქზე. არ შეიძლება, მხოლოდ ქალაქებზე იყოს კონცენტრაცია და განვითარება. ამიტომ, განვითარება სჭირდება ყველა რეგიონს და ყველა მუნიციპალიტეტს.




ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მოგეხსენებათ, ძვირფასებო, რომ ჩვენ არაერთი პროექტი დავიწყეთ, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, იაფი აგროსესხის გაცემა დავიწყეთ 2012 წლიდან და ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით. ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა. მხოლოდ „აწარმოე საქართველოს ფარგლებში 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა. ახლა მთავრობა გეგმავს, დაახლოებით, მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება და შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მლრდ. ლარის გამოყოფა აქვს გადაწყვეტილი მთავრობას, რომელიც წლების განმავლობაში მოხმარდება სოფლის აღორძინებას და რეალურად, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებას.



განათლების მიმართულებით, მინდა გითხრათ, რომ ყველა სკოლას ჩვენ ვაშენებთ ევროპული სტანდარტის მიხედვით. დაახლოებით 800-მდე სკოლას სჭირდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ჩვენ, დაახლოებით, 250 სკოლას ჩავუტარეთ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია-აღდგენა, ევროპული ტიპის სკოლებად ვაქციეთ. 175 ახალი სკოლა ავაშენეთ. ასეულობით საბავშვო ბაღი აშენდა, გარემონტდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up