ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს, 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული  და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით

ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს, 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით

access_time2021-09-10 19:20:00

ძალიან არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს როცა ვსაუბრობ და ვახსენებთ მათ მძიმე დანაშაულებს. შეცდომებს კი არა, მეგობრებო, დანაშაულებს ვახსენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არსებობდა არაპროგნოზირებადობის განცდა და მოქალაქეები და ბიზნესი ვერ გეგმავდნენ მომავალს.

„მოქალაქე ვერ გეგმავდა საკუთარ დღეს იმიტომ, რომ ბიზნესმენმა არ იცოდა, თუ რაღაც არ მოეწონებოდა ხელისუფალს, ან გადატრიალებული რაღაც შეპასუხება ჰქონდა ან რაღაცაზე უარს ეტყოდა, მან გარანტირებულად იცოდა, რომ დაკარგავდა ბიზნესს, მას აუწიოკებდნენ ოჯახს, კარგ შემთხვევაში ციხის გარეშე დაასრულებდა და დათმობდა ბიზნესს. ეს ხომ კარგად გვახსოვს და კარგად გვესმის როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ის, რომ არავითარი თავისუფლების განცდა და ნიშან-წყალი ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდათ, ეს რაიმე ახალია თუ რაღაც სხვა სამყაროზე ვსაუბრობთ?! ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოქალაქეების ჩაგვრა და უსამართლობა იყო ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მე ვახსენე პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა და სწორედაც ეს პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა მოიტანა "ქართულმა ოცნებამ". 1-ლი ოქტომბერი ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, საერთო გამარჯვება, საძირკველი და საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელიც არის ხალხზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებაზე, სიკეთეზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი საქმით ვამტკიცებთ ამ ყველაფერს და ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და რაღაც ლამაზი სიტყვები, პირიქით, ჩვენ ჩვენი ქმედებით ვამტკიცებთ და ვადასტურებთ თითოეულ სიტყვას. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, განახორციელა ისეთი პროგრამები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა. მოგეხსენებათ კარგად, როგორი მდგომარეობა იყო მანამდე - ჩვენს მოქალაქეებს უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა, დაგირავება იმისთვის, რომ ჯანმრთელობის ელემენტარული სერვისი, მკურნალობა ჩაეტარებინათ. ჩვენ განვახორციელეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუნდაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა და სრულად განიკურნა სრულიად უფასოდ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანია „გილეადთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების წამლები უფასოდ მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი პროექტი განხორციელდა განათლების მიმართულებით; აშენდა 170 ახალი სკოლა, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია-აღდგენა თანამედროვე ევროპული ტიპის სტანდარტების მიხედვით, ასევე მოხდა ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია.


„ჩვენ ახლახან მოვინახულეთ ახლად გარემონტებული, თანამედროვე - ევროპული სტანდარტების მიხედვით გაკეთებული საბავშვო ბაღი, 80 ბავშვზე გათვლილი, ასევე აქვე მშენებარე ახალი სპორტული კომპლექსი. გვაქვს მიღწევები ყველა მიმართულებით, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ 2 მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ათასობით ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა პროგრამის ფარგლებში როგორიც არის „დანერგე მომავალი“, 14 ათასი ჰექტარი ახალი მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა ქვეყანაში, 6 500 ჰექტარზე მეტი ახალი ვენახები გაშენდა ანუ ფერმერმა, ჩვენმა მოქალაქეებმა დაიჯერეს და აქვთ განცდა უკეთესი ხვალინდელი დღის, ნახეს რომ არის დაფასებული შრომა, ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა თუნდაც გზების მოწესრიგების მიმართულებით, ჩვენ კარგად გვახსოვს 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული მხოლოდ და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან, ჩვენმა ხელისუფლებამ 10 ათასი კილომეტრი გზა დააგო და რეაბილიტაცია ჩაუტარა ჯამში 10 ათას კილომეტრ გზას, 150 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა დაიგო. მე დღეს მოვინახულე ქვეშეთი-კობის მშენებარე გზა და ის უნიკალური გვირაბი, რომელიც შენდება. ეს არის 9-კილომეტრიანი უნიკალური გვირაბი. კომუნისტების დროს ყველაზე დიდი გვირაბი რაც აშენებულა ქვეყანაში ეს არის დაახლოებით 1800 მეტრამდე გვირაბი, რომელიც რიკოთზე მდებარეობს. 1 700 მეტრიანი ახალი გვირაბი ავაშენეთ დარიალის ხეობაში, ახლა 9-კილომეტრიანი ახალი გვირაბი შენდება და გადაადგილება იქნება ძალიან კომფორტული და ძალიან შემცირდება ზოგადად ეს დრო. სულ რაღაც საათ-ნახევარში თბილისიდან ყაზბეგში შეგვეძლება ჩასვლა მას შემდეგ, რაც დავასრულებთ ჩვენ ასევე ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობას. გუდაური განვითარდება და ზოგადად, გუდაურში დამსვენებელს, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეს, არამედ ტურისტებს, ერთ საათში შეეძლებათ ჩასვლა. ეს ყველაფერი შენდება და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი კეთილდღეობა, მეტი კომფორტი ჰქონდეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up