ირაკლი ღარიბაშვილი - კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილი - კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ

access_time2021-09-14 13:40:00

თქვენ იხილეთ კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატების წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა ხომ?! იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური ხელწერა.

„ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით და რაც მთავარია კიდევ - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპანტისთვის გადაცემით. კოდორის ხეობის, ცხინვალის რეგიონის, ჩვენი ძირძველი სოფლების გადაცემით ოკუპანტისთვის. ამას ბედავს ის ძალა, ვისმა ლიდერმაც განაცხადა, რომ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, ეს ასეულობით სოფელი, მისი სიტყვებით და ეს მან ღიად თქვა - ქვების გროვა არისო. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას დღეს კიდევ ვინმემ მისცეს ხმა, ეს ხომ არის თანამონაწილეობა აი ამ დიდ ღალატში და დიდ შეთქმულებაში. მესმის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დღეს იყოს განაწყენებული, პროტესტი გააჩნდეს, ბუნებრივია, იმიტომ რომ გასაჭირია ქვეყანაში და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, ჩვენ არ ვართ იდეალური მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, აღიდგინა დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი შეცდომებით, ბუნებრივია და შეცდომა ყველას მოგვდის - ყველა მმართველს, ყველა ადამიანს, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ ამ შეცდომებს, ამ ხარვეზებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. რაც მთავარია, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა ბოლო რვა წლის განმავლობაში, არც ერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ასეთ მოკლე დროში ერთბაშად, მასშტაბურად ყველა მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება - ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ასეთი კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არის საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, ეს ადამიანები უცხადებენ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს და ამყოფებენ ამ ომის, ამ ტერორის პირობებში ბოლო ცხრა წელის განმავლობაში და მანამდე გახსოვთ როგორი მოჩვენებითი, ილუზიური რეალობა იყო ჩვენს ქვეყანაში. მათი პროპაგანდის მეშვეობით, სწორედ ჯოჯოხეთი იყო ნაჩვენები სამოთხედ და ახლა პირიქით, ასეთ სიტუაციას, განვითარებას, პროგრესს, სიმშვიდეს, სტაბილურობას მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფსს. ამიტომ მეგობრებო ჩვენ, ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, მათ, შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ჯერ კიდევ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up