ირაკლი ღარიბაშვილი - „მადლობა ღმერთს, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მყარად და მტკიცედ დგას სიმართლის მხარეს“

ირაკლი ღარიბაშვილი - „მადლობა ღმერთს, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მყარად და მტკიცედ დგას სიმართლის მხარეს“

access_time2021-09-01 21:40:00

ჩვენ გავიხსენეთ ბნელი წარსული, ის მძიმე პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იდგა და არც თუ ისე შორეული წარსულში, სულ რაღაც 8 წლის წინ; მართლაც, როდესაც უყურებ ნიკა გვარამიას, ან სააკაშვილს, გახსენდება ახალაია, კეზერაშვილი, გიგი უგულავა, რატომ უნდა მოგინდეს, რომ მაინცდამაინც ამ მჩაგვრელებს და კრიმინალებს დაუჭირო მხარი; ძალიან მაინტერესებს, რატომ უჩნდება მოქალაქეების ნაწილს სურვილი, მათ დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შეცდომაშია შეყვანილი.

„ვუყურებთ ჩვენს კანდიდატებს, ჩვენს მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, ყველას, ვისაც ჩვენი ხელწერა გვაქვს და ვინც მართლაც ჩვენი ქვეყნის გასაჭირზე ვფიქრობთ, ვშრომობთ, ვმუშაობთ, სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შეცდომაშია შეყვანილი. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, რასაც ეს ანტიეროვნული, მჩაგვრელი ადამიანები და ანტისახელმწიფოებრივი ძალის წარმომადგენლები იყენებენ, გახლავთ, რომ უწყვეტი პროპაგანდის პირობებში, ჯოჯოხეთს მოგვაჩვენებენ სამოთხედ და პირიქით. ასევე, თუ უწყვეტი პროპაგანდა მიმდინარეობს, სამოთხეს მოგაჩვენებენ ჯოჯოხეთად. კარგად გვახსოვს ციხეებში მდგომარეობა, წამება, გაუპატიურება, როგორ არეკეტებდნენ ბიზნესს, ართმევდნენ ქონებას, ადამიანებს ანადგურებდნენ და მეორეს მხრივ, რას ვუყურებდით ჩვენ ტელევიზიების საშუალებით, რა გარემო იყო. მედიაგარემო სრულად იყო მონოპოლიზებული, არავითარი სივრცე არ იყო დატოვებული თავისუფალი სუნთქვისთვის, ადამიანს არ ეძლეოდა თავისუფალი სიტყვის გამოხატვის საშუალება და ა.შ. დღეს, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ოპოზიციაში გადავიდნენ, იმ დღიდან ყველაფერი ამოტრიალდა. ქვეყანა თითქოს დაინგრა, მანამდე იდეალური იყო სამყარო, სამოთხე იყო და თითქოს, მეორე დღესვე, 1-ელ ოქტომბერს დადგა ჯოჯოხეთი, ასეთი მეთოდებით იბრძვიან და დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე. ჩართეთ მათი ტელევიზიები, ორი წელია, აღარ ვუყურებ და მართლაც წარმოუდგენელია, ამ ტელევიზიებს უყურო - „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“, ეს ერთი ხელწერაა და ამ მეთოდებით პირდაპირ იბრძვიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ - თესავენ შიშს, პანიკას, ისტერიკას, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერე დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება ხომ ეს არის, რომ ადამიანი ვერ გეგმავს ხვალინდელ დღეს, არ აქვს პროგნოზირებადობა და განცდა, რა იქნება ხვალ. როცა უყურებ ამ მართლაც გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და ბოლო დღეა, მსოფლიოს დაცემის დღე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხმა ძალიან ბევრი განსაცდელი ნახა, დაწყებული 90-იანი წლების ბნელი დღეებიდან, როცა კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას.


„მათ შორის უნდა აღვნიშნო, რომ იმდროინდელი კრიმინალები დღესაც „ნაცმოძრაობის“ რიგებში არიან ერთ-ერთ წამყვან პოზიციებზე, მათ შორის ბატონი რურუა, რომელიც პოლიტპატიმრად და სინდისის პატიმრად გამოაცხადეს. გვახსოვს, რომ ეს ადამიანები მართავდნენ, ჩაგრავდნენ და ხოცავდნენ ხალხს იმ პერიოდში. მე აბსოლუტურად ბუნებრივად და გულწრფელად მიჩნდება კითხვა და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ არის შეცდენილი, მე ასე მჯერა, რომ მათ სჯერათ, რომ კიდევ შეიძლება, ასე არ იყო, ან ამ ადამიანებს შეიძლება, გამოსწორების რაღაც შანსი მიეცეთ, ძმებო და დებო, როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის, ამდენი მძიმე დანაშაულის შემდეგ, მხარი დაუწირო ამ ძალას. თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან, პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ აარიდებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვას, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის თავიდან არიდება ვერ შეძლეს სააკაშვილმა და ა.შ და ჩვენ გვახსოვს, თვითონ როგორ ლაჩრულად მოიქცა, მიატოვა ჩვენი ჯარი, ჩაახოცინეს ბიჭები და შემდეგ ვერ გამოიყვანეს, რომ არა ჩვენი პატრიარქი. კოდორის ხეობა არაფრის გამო გაატანეს ოკუპანტს, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც სააკაშვილმა თავად „რუსთავი 2-ის ეთერში უწოდა „ქვების გროვა. კითხვა მიჩნდება, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს კიდევ დაუჯერო. ეს ხომ ჩვენი დანაშაული იქნება, ჩვენც ხომ თანამონაწილენი ვხდებით იმ ბნელი წარსულის და დანაშაულის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახსენეთ ჩვენს მოსახლეობას, რამ უნდა აღადგინოს, რამ უნდა დააკომპენსიროს ის მძიმე დანაკარგი და გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატი, მოღალატეობრივი პოლიტიკა თუ უგუნურება, როცა შენი ქვეყნის 20%-ს ჩააბარებ მტერს, კოდორის ხეობას, 100-ზე მეტ სოფელს, დევნილად აქცევ შენს საკუთარ მოსახლეობას და ამის შემდეგ კვლავ გაგიჩნდება სურვილი პოლიტიკაში დარჩენის და ხელისუფლებაში დაბრუნების. თუ ასეთ ძალას ჯერ კიდევ მხარს უჭერ, აქ უბრალოდ თეთრსა და შავზე გვაქვს საუბარი. თეთრი და შავი უნდა ავირჩიოთ და მადლობა ღმერთს, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მყარად და მტკიცედ დგას სიმართლის მხარეს. ცნობილი ფაქტია, რომ ცნობილი თაღლითები და მატყუარა ხალხი გამოირჩევიან განსაკუთრებული უნარით, ადამიანის მასების შეცდენის და ეს კარგად მოგვეხსენება, წაგვიკითხავს და ვიცით, როგორ ხდება. მჯერა, რომ ამას ახსნა ალბათ ეს აქვს, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ შეცდენილები არიან ჩვენი მოქალაქეების მცირე ნაწილი, მაგრამ მეტი კომუნიკაციაა მათთანაც საჭირო, რომ ეს საფრთხე, ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას აღარ დაუბრუნდეს და რა თქმა უნდა, დაუბრუნდება. ჩვენ მათ აღარ მივცემთ ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევის უფლებას. ეს იყო ერთი შემთხვევა, ეს იყო განსაცდელი, რომელიც ყველამ ერთად მოვიხადეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up