ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას,  ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს

ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს

access_time2021-08-19 17:30:00

„ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო.

„რამდენიმე წუთით, მე მინდა, პოლიტიკური სიტუაცია შევაფასოთ, ვიცი რა, ვის წინაშეც გამოვდივარ - გურულები არ მაპატიებთ არასწორი შეფასების გაკეთებას. მე და ჩვენი გუნდი ვსაუბრობთ რეალურ გეგმებზე, გაკეთებულ საქმეებზე და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ, რას გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები - „ნაციონალური მოძრობა“, რომლის ხელწერაც კარგად მოგეხსენებათ, რაც იყო - ტერორი, წამება და ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხის. მოჩვენებითი, ფასადური, ფრაგმენტული პროექტების ჩათვლით. ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს. ჩვენ, „ქართული ოცნება ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას და მშვიდობას და სტაბილურობას.

ამას გარდა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ჩვენ, ბოლო წლებში, ძალიან მოკლე ვადებში შევძელით ხელშესახები, ისეთი ხელშესახები პროექტების და პროგრესის მიღწევას, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რომელიც მანამდე მართლაც წარმოუდგენელი იყო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, გავხსენით ბაზრები რუსეთთანაც. მე ვიცი ძალიან კარგად, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რაც შეიძლება მეტი ბაზრების ათვისება. ჩვენ ყველა ბაზარი და ყველა ქვეყნის პოტენციალი უნდა ავითვისოთ და გამოვიყენოთ საჩვენოდ დაა ჩვენი ფერმერების სასიკეთოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი პრაგმატული გონივრული პოლიტიკის მთავარი მიმართულებები.


ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ნატოსთან მიმართებაში. გვქონდა რეალური, ხელშესახები პროგრესი და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ჩვენ, „ქართულ ოცნებას აქვს სერიოზული მიღწევები, მაგრამ ჩვენ ამ მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით. გვინდა მეტი პროგრესი დ განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს, ქალაქს დ მუნიციპალიტეტს.

ჩვენ ასევე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტების განხორციელება, რაც ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები და ეს გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი ახალგაზრდებისთვის, დამსვენებლებისთვის, ტურისტებისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით ტურიზმის დეპარტამენტი ამზადებს ახალ პროექტებს, ყველგან შევქმნით დამატებით ტურისტულ ლოკაციებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up