ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს

access_time2021-09-02 12:30:00

საარჩევნო კამპანიის დროს მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ წინა ხელისუფლებაზე საუბარს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს და პირველ რიგში მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მანამ, სანამ ამ ჯალათებს და მკვლელებს ექნებათ სურვილი და პრეტენზია, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის, ჩვენ ყოველდღე შევახსენებთ მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაური „ნაცმოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და ეს მორიგ პოლიტიკურ თაღლითობად შეაფასა.


„ჩვენ გუშინ ერთგვარი შედარებებიც გავაკეთეთ, შედარებები ხელწერას შორის. რა არის ჩვენი ხელწერა და რა იყო მათი ხელწერა, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა და როგორ შეიძლება, შეიცვალოს. ისინი დღეს გამოდიან და საუბრობენ რაღაც მაღალ მატერიებზე. თუნდაც, გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია. 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის ამერიკის პატივსაცემად, ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ძალიან პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და სიტუაციის დაწყნარება. რა მივიღეთ ხელმოწერის შემდეგ?! „ქართულმა ოცნებამ დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა და ვალდებულებებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მათ ხელი არ მოაწერეს. ამის მიუხედავად, ჩვენ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადავდგით ნაბიჯი და ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც იყო შესასრულებელი, პირნათლად შევასრულეთ. კიდევ არის დარჩენილი გარკვეული რეფორმებისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ და რაც ვთქვით, იმას გავაკეთებთ. მეორეს მხრივ, ჩვენ რა ვნახეთ მათგან, სამწუხაროდ ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიისგან, ეს ტრაგედიაა, რომ ეს ძალა ჯერ კიდევ არის მეორე პოლიტიკური ძალა, ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არის სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ეს კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათების და მკვლელების კორპორაციას. ვნახეთ, რომ არავითარი პროგრესი, არავითარი კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია, პარლამენტში როგორ იქცეოდნენ და რეალურად, ვნახეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეიცვალა. არც შეიცვლება. ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია მეგობრებო. ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ. ეს ხომ პრიმიტიულობაა, გულუბრყვილობაა, შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის და ჩვენი თავის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დღეს კიდევ ვინმემ რაიმე დაუჯეროს“, - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი განსაცდელი გაიარა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს.


„ათასობით ადამიანი, 300 ათასი ადამიანი იყო პრობაციონერი, გასამართლებული, 4 მილიონი ცხოვრობს დღეს ქვეყანაში. გადაუარეს, გადათელეს, ფეხქვეშ გათელეს ქართველების ღირსება, რა თქმა უნდა, დროებით, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე, ღირსეული ხალხი, რომელიც არავის არასოდეს აპატიებს ღირსების შელახვას და სათანადო პასუხს გასცემს და გასცა კიდევაც „ქართულმა ოცნებამ“ 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და გაუშვა მოუსავლეთში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up