ირაკლი ღარიბაშვილი  - ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი გამორჩეული, სამაგალითო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“

ირაკლი ღარიბაშვილი - ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი გამორჩეული, სამაგალითო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“

access_time2021-08-19 16:40:00

განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მინისტრ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, ვიცით, როგორც გავაკეთოთ, როგორ ავწიოთ ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია. ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, 170-ზე მეტი ახალი სკოლა აშენდა, 250 სკოლა გარემონტდა ევროპული სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება ევროპული სტანდარტის მიხედვით.


„რაც შეეხება გურიას, გურია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მწირი მიწიანი, გურულებს შრომა არ ეზარებათ და სწორედ თქვენი, მშრომელი ხალხის დამსახურებაა ის, რომ დაიწყეთ ინოვაციური ახალი პროექტების განხორციელება. სულ რაღაც 3-4 წელიწადში გაშენდა 300 ჰექტარზე მეტი ლურჯი მოცვის ბაღები. მთავრობამ აქტიურად დაიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა უკვე რამდენიმე წელიწადია ვეხმარებით, 120 ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაციების აღდგენა მოხერხდა და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტ შეღავათიან პროგრამას შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს.



ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ოზურგეთში. ძალიან ბევრი, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ბოლო 8 წლის განმავლობაში ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებშიც. ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული, სამაგალითო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“. მადლობა კიდევ ერთხელ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up