ირაკლი ღარიბაშვილი - რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა

ირაკლი ღარიბაშვილი - რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა

access_time2021-09-18 00:30:00

მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ქვეყანაში ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, მთლიანად შეიცვალა მედიაგარემოც

„ამის მიუხედავად, ხედავთ, როგორ იქცევიან, ღარიბაშვილი გაიქცა, არ გაჩერდა, არ გვპასუხობს. სასაცილოა. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში არა მხოლოდ მედიის, არამედ ყველა მიმართულებით, სასამართლო, პროკურატურა. ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა. რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა. კაციშვილი ხმას ვერ გაიღებდა. ამ სულელი კაცის, უკაცრავად, ავადმყოფი, ფსიქიურად დაავადებული სააკაშვილის მმართველობის ქვეშ ვიქნებოდით მრავალი ათეული წელი. პირველი ოქტომბრის შემდეგ, ვაღიაროთ, საერთოდ შეიცვალა მედიაგარემოც, ნებისმიერი კრიტიკა მოდის ჟურნალისტებისგან. თქვენ მკითხეთ, რატომ არ აჩერებთ ამ მასალის ტირაჟირებასო, როგორ შევაჩეროთ? ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. სააკაშვილის დროს შევარდებოდნენ, სცემდნენ ჟურნალისტებს, სერვერებს დალეწავდნენ, დახურავდნენ და მეორე დღეს გადაიფორმებდნენ მათ რომელიმე ჯიბის ბიზნესმენზე. ეს არის განსხვავება. ჩვენს დროს 11 თუ 12 დღეში შესაძლებელია ახალი ტელევიზიის დაფუძნება. „მთავარი არხი“ - ორ კვირაში შექმნეს ტელევიზია და მუშაობს ჩვეულებრივ. „ტვ პირველი“ მათი ტელევიზიაა, „ფორმულა“, ყველა. ჩვენც ვართ ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენც გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მათ შორის კრიტიკული, პარტიული ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მიმართ. თუმცა, მე ჟურნალისტებს არ ვაკრიტიკებ, ვიცი, რომ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს, სხვათა შორის ამ პარტიულ ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტები ძალიან ნიჭიერები არიან, გოგონებიც და ბიჭებიც, ყველანი, მაგრამ გასაგებია, რომ ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს. ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ ესა თუ ის ტელევიზია, მაგრამ ვუყურებთ ქმედებას. ქმედება არის შემდეგი - დღეს რეალობა შეცვლილია, მედია აბსოლუტურად თავისუფალია. გადახედეთ ბოლო რეიტინგებს, თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების, მედიათავისუფლების კუთხით მოწინავე ქვეყნებში ვართ არა მხოლოდ რეგიონში, აღარ მაქვს საუბარი რეგიონის ქვეყნებზე და ევრაზიის მასშტაბით, ვსაუბრობ ევროკავშირის და მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე, ბევრად ვუსწრებთ, მედიათავისუფლების მიმართულებითაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ კრიტიკული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ეს ნორმალურია.

„მეორეს მხრივ ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტები ხშირად ძალიან პროვოკაციულად იქცევიან. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ქარელში. ნახეთ, როგორი სიბინძურე ჩაიდინეს სააკაშვილის მეთაურობით. მივიდნენ, გამოაქვეყნეს რაღაც მოგონილი მეტსახელები და ეპითეტები ჩვენი კანდიდატების. იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან, ხალხს ეჭიდებიან, სახელი მოუგონეს, დააბრალეს, მივიდნენ და კითხულობენ, სად არის ეს ადამიანი, აღარ გავიმეორებ. ეს კაცი ეუბნება, მიბრძანდით აქედან, არ გაგცემთ პასუხს. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, ძალადობა უნდა დამთავრდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის. ხომ შეიძლება, გავიზარდოთ, ხომ არ შეიძლება, ერთ წრეზე ვიტრიალოთ 30 წელი და მუდმივად ამ რაღაც ქაოსში ვიყოთ. წარმოიდგინეთ, რომ მათი მხრიდან არ იყოს ეს ქაოსი და ძალადობა, ჩვენგან იქნებოდა აბსოლუტურად არაფერი, ნული. ჩვენ არ ვძალადობთ, ჩვენ ვართ ჰუმანური ხელისუფლება. როგორ შეიძლება, მე ძალადობისკენ მოვუწოდო. ვის უნახავს ჩემი ძალადობა. ვინ მეძახდა მე მკვლელს, გამოდიოდა „ტვ პირველის“ მფლობელი, რომელიც თავად არის მკვლელი, ყველამ იცის, რომ 3 კაცი ჰყავს მოკლული. მე რომ მეძახიან მკვლელს, ეს ნორმალურია? სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებზეა საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.



ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up