ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“ გამოდის - როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ბევრი მნახველი მიდიოდა, იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“ გამოდის - როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ბევრი მნახველი მიდიოდა, იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა

access_time2021-10-22 12:50:49

ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას პარტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება, რომ ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ აპირებს.

მისი თქმით, მოსახლეობა ამ „ფარსსა და ტყუილს არ დაიჯერებს.

ამასთან, ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში ადოლფ ჰიტლერს ბაძავს, თუმცა ყალბია.

„ფარსი დადგეს, თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს, ამით თავის თავს და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას? ამით მათ შეურაცხყოფას აყენებენ. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც ნიკა მელიამ დაასახელა, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ვინ არის „გირჩი“, ზურა ჯაფარიძე?- „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. „ევროპული საქართველო“ ვინ არის? ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, ამომრჩევლის დასაბნევად, თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამავე დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მათი ნატურა არ შეიცლება. ეს იგივეა, რომ კაცმა ეშმაკს დაუჯეროს. შედარება მინდა გავაკეთო. არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“გამოდის, რატომ? როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა, დაახლოებითი იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს ხალხს, მსოფლიოს დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა... ამ კაცმა ქვეყანა დაანგრია, გადაუარა ქვეყანას, ტანჯა, დახოცა ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ „ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. მაჩვენეთ ნებისმიერი მოქალქე, ვინც ამ ადამიანს ხმას აძლევს. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა მათ ამომრჩეველს მივმართო, მესმის, რომ შეიძლება ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი. ეს ნორმალურიც არის, ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთი მხრივ, გაკვეთილი, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს.

როგორც მელიამ განაცხადა, ის პარტიის რიგით წევრად დარჩება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up