ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა 500 მილიონი გადაიხადა საკუთარ სასახლეში

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა 500 მილიონი გადაიხადა საკუთარ სასახლეში

access_time2021-09-10 18:19:27

შემთხვევითი არ არის, რომ 7 არჩევნებში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, თავისი შეცდომებით, ჩვენი გამოწვევებით; ჩვენ კარგად ვიცით, რომ უშეცდომო არავინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„ყველა მმართველს აქვს შეცდომა და გამოწვევა, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია, ჩვენ უნდა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, სიმართლე და სიცრუე, ღალატი და ერთგულება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი აქცენტი და მთავარი კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ საქმეზე, შრომაზე. შრომა უნდა გავააქტიუროთ მაქსიმალურად, გაათმაგებული ტემპებით არის საჭირო მუშაობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ეს ზღვარგადასული პროპაგანდა მომდინარეობს მათი მხრიდან. რამდენიმე ფაქტს მოვიყვან კიდევ ჩვენი მოსახლეობისთვის. ვიცი, თქვენ, ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, ჩემო ხალხო, ჩვენ ოჯახის წევრები ვართ ყველანი, ჩვენ კარგად გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მე ამას ვლაპარაკობ იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არიან შემცდარნი და ჯერ კიდევ, უჯერებენ ამ ცრუ ადამიანებს. 2012 წლამდე, რაღაც ფრაგმენტული გამოვლინებები იყო ქვეყანაში. ლამაზ შენობებს აშენებდნენ, ალაგ-ალაგ, რა თქმა უნდა, მათივე კომფორტისთვის, არა მოსახლეობისთვის. სულ სამი შენობა რომ ავიღოთ, სააკაშვილმა, 500 მილიონი გადაიხადა საკუთარ სასახლეში, იმისთვის, რომ როგორც თავად წარმოედგინა თავისი თავი მეფედ, ეცხოვრა ფუფუნებაში და კომფორტში, მაშინ, როცა, ასეთი გაჭირვება არის ქვეყანაში და კიდევ უფრო რთული სიტუაცია იყო 2012 წელს. დანგრეული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი - არაფერი. ჯერ კიდევ, 3 000 სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი სასმელი წყალი და გზები არ იყო ცენტრამდე მისასვლელი და რაღაც არარეალურ, გამოგონილ საქართველოზე გველაპარაკებოდა. რაზეა საერთოდ საუბარი. ამ დროს არც ერთი მედია არ იყო თავისუფალი, ერთადერთი ტელევიზია იყო ოპოზიციურად განწყობილი და ისიც მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე რა ვითარებაში გვიწევდა მუშაობა. ეს დაავიწყდათ ამ ადამიანებს?“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up