ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ

ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ

access_time2021-09-30 23:59:58

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ 6 არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს პარტნიორების ინტერესს, მხარდაჭერას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში ჩართულობას.



მთავრობის მეთაურმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს გლობალური პანდემიის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში შეტანილი მათი წვლილი დასაფასებელია.



პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.




შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის უმნიშვნელოვანესია და ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოსადმი და განაცხადა, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და უფრო პლურალისტური და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს უზრუნველსაყოფად.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ როუზელი, უფროსი მრჩეველი მშვიდობის, კონფლიქტის და უსაფრთხოების საკითხებში ლორენ ვან მეტრი, ევრაზიის რეგიონის საარჩევნო პროგრამების დირექტორი პეტ მერლო, საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი; ხოლო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხრიდან - ვიცე-პრეზიდენტი სკოტ მასტიკი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივენ ნიქსი და საქართველოს ოფისის დირექტორი ჯონ დიპირო. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up