ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, ვაგრძელებთ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, ვაგრძელებთ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას

access_time2021-12-23 01:30:00

ევროინტეგრაციის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ასოცირებული ტრიოს დაფუძნება წელს და სხვა წევრებთან ერთად საქართველომ ძალისხმევა არ დააკლო ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე წინსვლას და ახალი საშუალებების გამოვლენას.



„ჩვენი ქვეყნების საერთო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით არსებული გეგმების ხორცშესხმას უახლოეს მომავალში შევძლებთ. ბუნებრივია, გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებს ყველანი ერთად ჩვენი თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად დავძლევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს“, - განაცხადა პრემიერმა.



ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ნატოსთან თანამშრომლობასა და გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე.




„ბატონ მინისტრთან ერთად მე ახლახან მქონდა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მათგან კიდევ ერთხელ მიგვეღო დადასტურება და დავრწმუნებულიყავით, რომ მათი პოზიცია არის ურყევი, ისევე, როგორც ჩვენი პოზიცია არის ურყევი და უცვლელი, რომ საქართველოს მთავრობისა და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი დიდი იდეა და ამოცანა. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების სრული სპექტრის ეფექტურ გამოყენებას. წინა წლების მიღწევებზე დაყრდნობით, განვაახლეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. დღეს იგი უფრო დინამიურია, მორგებულია ჩვენს საერთო ეროვნულ პრიორიტეტებზე, ამოცანებზე, საჭიროებებზე და უსაფრთხოების საერთო მიზნებზე. ამასთან, ალიანსი უპრეცენდენტო ყურადღებას აქცევს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც უდავოდ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების გამყარებას და განმტკიცებას. განსაკუთრებით აღვნიშნავ საქართველოს წვლილს ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამხედროებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვამაყობთ იმ საერთაშორისო აღიარებით, რაც აშშ-სა და მოკავშირეთა ძალების მიერ ავღანეთში განხორციელებული უპრეცედენტო, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გადაყვანის სატრანზიტო და საევაკუაციო მხარდაჭერისთვის დავიმსახურეთ. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის როლი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა და ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისად შეაფასა.



„ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმდა ახალი მემორანდუმი - საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (Georgia Defense and Deterrence Enhancement Initiative). დოკუმენტი თანამშრომლობის შემდგომ ეტაპებსა და პროგრამებს განსაზღვრავს. ეს მნიშვნელოვანი ფორმატი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას უახლოეს მომავალში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up