ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად

access_time2021-12-22 23:10:00

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება; ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. პროცესები ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.



მთავრობის მეთაურმა რეგიონის ქვეყნებთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ გაჟღერებული „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა.



„მე მაქვს ძალიან კარგი, უშუალო მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან - პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინიანთან. მოგეხსენებათ, წელს უკვე ოთხჯერ მქონდა ოფიციალური შეხვედრა - ორჯერ ვიყავი აზერბაიჯანში, ორჯერ ვიყავი სომხეთში და ორჯერ იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერიც და არაერთი ინტერაქცია მქონდა ორივე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის სატელეფონო. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა თურქეთშიც, უმაღლეს დონეზე მიგვიღო პრეზიდენტმა ერდოღანმა და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენს მეზობლებს შევთავაზეთ არაფორმალური რეგიონული პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზაფხულში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც შევქმენით, უშუალოდ ჩემი მედიატორობით შედგა შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას შევუწყვეთ ხელი და ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით რეგიონში, რითაც ვაჩვენეთ არა მხოლოდ რეგიონს და მეზობლებს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამერიკას, ევროკავშირს, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა დ სტაბილურობის მისაღწევად. ამის თაობაზე მქონდა ბრიუსელში საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და ამის თაობაზე ვისაუბრე გაეროს ტრიბუნიდანაც, როდესაც „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა გავაჟღერე. ამ ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა ჩვენს მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეზობლებთან ურთიერთობას და რეგიონში დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა მათ შორის საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
„მე მქონდა არაერთი ვიზიტი თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ამერიკასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




პრემიერი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP26) და აღნიშნა, რომ ქვეყნის პოზიციონირება მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის კუთხით ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება.



ამასთან, პრემიერმა ისაუბრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაგეგმილ ვიზიტზე, რომლის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებთან.



„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up