ირაკლი ღარიბაშვილი - შეხედეთ პოლიტიკოსების რიტორიკას, ბოლო სამი თვის  განმავლობაში რომელს უხსენებია  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არც ერთს

ირაკლი ღარიბაშვილი - შეხედეთ პოლიტიკოსების რიტორიკას, ბოლო სამი თვის განმავლობაში რომელს უხსენებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არც ერთს

access_time2021-08-26 14:50:00

ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, იყო უმძიმესი შეცდომებიც, იყო სამოქალაქო დაპირისპირებაც, ომიც, ომი რუსეთთან, დროებით დაკარგული ტერიტორიები - აფხაზეთი და ოსეთი-ცხინვალის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ტკივილია. ამ გაკვეთილებზე ჩვენ ვსწავლობთ და მივდივართ წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი, მშვიდობიანი პერიოდის და თავისუფლების მოტანა მოქალაქეებისთვის.


„ბოლო 8 წლის განმავლობაში, ეს არის უნიკალური პერიოდი, უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, მეგობრებო. ყველა მმართველის დროს ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. ჩვენ ომი გვქონდა არა მხოლოდ მომხდურ მტერთან, არამედ შიდა ომიც, რამაც გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ჩვენი მოსახლეობისთვის და ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად მაშინ, ვთქვათ პირდაპირ - რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი დაზარალდა, დაწყებული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან, დამთავრებული 2008 წლის ომით. მანამდე დაანგრიეს ქარხნები, ფაბრიკები დაშალეს, ათასობით და მილიონობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ და ეს მართლაც კატასტროფა იყო. კატასტროფული შედეგები მივიღეთ ჩვენ ყველამ ერთად ამ შიდა არეულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაკლია დღეს, არის სწორედ ერთობა. რა გზავნილს ვუგზავნით, რა გზავნილს ვთავაზობთ ჩვენს აფხაზებს, ჩვენს ოსებს, ძმებს და დებს, როცა ისინი უყურებენ, რომ ჩვენ შიგნით ვართ ასეთი არეულები და ერთმანეთში ვერ ჩამოვყალიბებულვართ რა გვინდა, როგორ გვინდა, საით გვინდა და მუდმივი რევოლუციების შეძახილებით, ამ შეძახილების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება?! და შეხედეთ მაშინ პოლიტიკოსების რიტორიკას, ძალიან მარტივი ექსპერიმენტი შეიძლება ჩავატაროთ ჩვენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში რომელს უხსენებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? - არც ერთს ალბათ, გარდა ჩვენი გუნდის წევრებისა. მათი ამოცანა ხომ არ არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მათ ჩვენი ქვეყანა დაშალეს და ტერიტორიების 20% გადასცეს რუსეთს. რუსეთის ოკუპაციას წინ ვერ აღუდგნენ და სწორედ ის დიდი პროვოკაცია ვერ აირიდეს თავიდან. შესაბამისად, მეგობრებო ის ძალა, რომელმაც ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ასეთი პროვოკაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა და ოკუპაცია, დაგვაკარგვინა კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას?! თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძალა როგორღაც, რევოლუციის გზით დაბრუნდა საქართველოში ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად გამოიწვევს უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვას, უფრო მეტ ქაოსს, არეულობას, დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ეს არასოდეს არ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში. ჩვენი ძლიერი და მტკიცე გუნდი ვართ ხელისუფლებაში და ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up