ირაკლი ღარიბაშვილი - თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ დადგება ფეხზე, სიღარიბე არ დაიძლევა

ირაკლი ღარიბაშვილი - თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ დადგება ფეხზე, სიღარიბე არ დაიძლევა

access_time2021-09-10 17:14:03

თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულება რომ ავიღოთ, ჩვენ კარგად ვიცით რა დაგვხვდა, რა იყო და რა არის დღეს, მილიარდობით ლარის ინვესტიცია განხორციელდა ყველა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“.

„ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამებით. საკმარისია ეს? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ჩვენ ეს კარგად ვიცით. მათზე კარგად ვიცით, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს. მაგრამ ამას სჭირდება ახლა უკვე სულ სხვა მასშტაბებით განხორციელება ამ პროგრამების და გვაქვს სწორად ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძლიერად ფეხზე დავაყენოთ ჩვენი სოფელი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ დადგება ფეხზე და ის გაჭირვება, ის უმუშევრობა და ის სიღარიბე არ დაითრგუნება და არ დაიძლევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და ეკონომიკურად წელში გამართული. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ექნება სწორედ რეგიონებს და რეგიონების განვითარებას. ეს არის საფუძველთა საფუძველი. ძლიერი რეგიონების გარეშე, რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო არ იქნება. 7 მილიარდის ინვესტიცია მოხდება მხოლოდ ამ დარგის მიმართულებით. ჩვენ ახლა ვამუშავებთ და უახლოეს თვეებში წარმოგიდგენთ, თითოეულ მუნიციპალიტეტზე მორგებულ სპეციალურ პროგრამებს, რომელიც მოიცავს ადგილზე სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ათვისებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, არც ერთ რეგიონში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.

„თიანეთს აქვს ამის ძალიან დიდი პოტენციალი - ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით მომდევნო 3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო და კერძო სექტორი ჯამში, ერთად ამ ძალიან სერიოზული, სოლიდური თანხის ინვესტიციას მოვახდენთ და ჯამში 100 ათასი მინიმუმ ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, 1000-ზე მეტი, 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსება იგეგმება ამ პროგრამის ფარგლებში და ეს გადანაწილდება ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით ისე, რომ ერთ ადგილას არ იყოს თავმოყრილი ეს სიკეთე, თანაბრად გადანაწილდეს მთელს ქვეყანაზე“, - განაცხადა პრემიერმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up