ირაკლი ღარიბაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება

access_time2021-08-10 17:20:00

თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, ადამიანი ვერ დაგეგმავს, რა უნდა გააკეთოს, როგორ განავითაროს სოფლის მეურნეობა, წარმოება, სკოლა და აშ..



„ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ყველგან უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ჩვენ გვჭირდება ღირსეული გამარჯვება ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. მოდი ვთქვათ, მეგობრებო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინ შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა? ეს არის ერთადერთი ის იშვიათი გამონაკლისი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. მე ომზე ამ დღეების განმავლობაში აქტიურად ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ტრაგედია. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიტანეთ უზარმაზარი დანაკარგი და ტრაგედია, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები დროებით, მაგრამ ამან განაპირობა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის 20%-ის, ათასობით ადამიანი დევნილობაში წამოვიდა და ძალიან გამოუსწორებელი შედეგი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ. ხალხმა მიიღო, რაც მთავარია. მე ყოველთვის მითქვამს, რომ მოდიან პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, ვიწრო ელიტური ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ტოვებს ძალიან დიდ პრობლემებს და შემდეგ თაობებს უწევთ ამ პრობლემების გადაჭრა, ამაზე ზრუნვა და მუშაობა. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ოკუპაცია დაგვხვდა. ის, რომ რუსეთს ჰქონდა განზრახული ჩვენს ქვეყანაში ჯარების შემოყვანა და დაბრუნება, ეს არახალია და ცხადია. ხელისუფლება მმართველი მაგიტომ ხარ, მაგიტომ აგირჩია მოსახლეობამ, რომ ყველა რისკი გათვალო, დააზღვიო შენი მოსახლეობა და შენი ქვეყანა, პირველ რიგში. რუსეთის ჯარი ბოლოს 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. 2005 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა, ბოლო ჯარის ნაწილი გავიდა ახალციხიდან, რომელშიც სხვათა შორის მე შევიყვანე ქართული ჯარი და იქ ახალი ბაზა ავაშენეთ. მას შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, უგუნურმა წინა ხელისუფლებამ, არ ვიცი უმეცრებით, უგუნურებით როგორ მოუვიდათ, ასეთ პროვოკაციას წამოეგნენ და შემოიყვანეს, დააბრუნეს რუსული ჯარი. ეს კატასტროფაა. რატომ ვლაპარაკობ მე ამდენს- მშვიდობას და სტაბილურობას არ აქვს ალტერნატივა. მეგობრებო, მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, ჩვენს ოჯახებში, არ იქნება არავითარი განვითარება. ადამიანი ვერ დაგეგმავს, რა უნდა გააკეთოს, როგორ განავითაროს სოფლის მეურნეობა, წარმოება, სკოლა და აშ.. ამიტომ, ამას ერთის მხრივ შენარჩუნება სჭირდება და ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, ძლიერი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, მშვიდობის და სტაბილურობის დაცვას და ჩვენი რეგიონების და ქალაქების განვითარებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 2017 წელს აქ ჩავატარეთ არჩევნები, მხარი დავუჭირეთ მაშინ იმ დროინდელ კანდიდატს. სამწუხაროდ, მერე ძალიან სამწუხარო რაღაც მოხდა, აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ეს შეცდომა ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ამიტომ ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ახალი კანდიდატი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up