ირაკლი ღარიბაშვილი - ვაცნობიერებთ ყველაფერს, ხარვეზებს, შეცდომებსაც და მივდივართ წინ -

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაცნობიერებთ ყველაფერს, ხარვეზებს, შეცდომებსაც და მივდივართ წინ - "ქართულმა ოცნებამ" დაასრულა მრავალწლიანი ომებისა და შიდა არეულობის ეპოქა

access_time2021-09-12 14:45:56

ჩვენ, "ქართულ ოცნებას" გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი მმართველი ხელისუფლების პირობებში, არის სწორედ გამონაკლისი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი.

"ჩვენ ვაცნობიერებთ ყველაფერს, ამ ხარვეზებს, ასე ვთქვათ შეცდომებსაც და მივდივართ წინ და ვმართავთ ქვეყანას ისე, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი საყვარელი სამშობლო. ასევე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არის სწორედ გამონაკლისი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. "ქართულმა ოცნებამ" დაასრულა მრავალწლიანი ომებისა და შიდა არეულობის ეპოქა, ჩვენ დროს აღარ ყოფილა არც ომი, არც შიდა არეულობა არც დაპირისპირება, არც რაღაც ფართომასშტაბიანი კონფლიქტები. ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დამსახურება.


რაც შეეხება ტურიზმს, ვიმყოფებით რა ამ უნიკალურ ადგილას, მართლაც საოცარ ადგილას, ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა და გამორჩეული ადგილი არის თითოეული ქართველისთვის, სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ ვარძიის რეაბილიტიაცია სრულად დააფინანსა ფონდმა "ქართუმ" და ბიძინა ივანიშვილმა და ეს პროცესი გრძელდება. თითოეულ მუნიციპალიტეტში, მეგობრებო, ჩემი დავალებით ახლა ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ამუშავებს სპეციალურ პროექტებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული და ახალი ტურისტული ლოკაციების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი ცენტრების შექმნა მოვახერხოთ. ამ პროცესს ჩვენ დავიწყებთ უახლოეს თვეებში, თითოეულ რეგიონზე იქნება მორგებული როგორც მოგახსენეთ ეს პროექტები და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების ნაკადს, რაოდენობას როგორც შიდა დამსვენებლების ასევე უცხოელი ტურისტების მეტი რაოდენობა ჩამოვა და ნახავს იმ უნიკალურს სილამაზეს და ადგილებს, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია",- აღნიშნა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up