ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცი, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება  მორატორიუმი მცხეთის ტერიტორიაზე, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება

ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცი, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მორატორიუმი მცხეთის ტერიტორიაზე, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება

access_time2021-09-10 20:20:00

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, მასშტაბური გეგმები ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; გზების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა იქნება თუ სხვა, ჩვენ მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში გვაქვს გაწერილი გეგმა, რომ 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზების მოწყობა, სპორტული კომპლექსის მშენებლობა, საცურაო აუზი და ა.შ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტი, უფრო მეტი ამბიციური გეგმები განხორციელდება.


„ჩვენ დღეს დავათვალიერეთ მაგალითად ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მართლაც არის უნიკალური. ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის მშენებლობა დღეს დავიწყეთ უკვე და დასრულდება სულ რაღაც 2 წელიწადში. ეს ძალიან გააადვილებს გადაადგილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ მონაკვეთზე ათასობით მანქანა გადაადგილდება დღის განმავლობაში - 3-4 ათასი მანქანა და არის ძალიან გართულებული მით უმეტეს ზამთრის პირობებში. 100 დღის განმავლობაში იკეტებოდა მანამდე ეს გზა. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა შეგვეძლება სულ რაღაც საათ-ნახევარში. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობაც ძალიან მალე დავიწყოთ. გუდაურში თბილისიდან ჩავალთ 1 საათში და გუდაურს გარდავქმნით რეალურად თანამედროვე ევროპული ტიპის კურორტად. ვიცი, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მორატორიუმი მცხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი ხელისუფლება „ქართული ოცნება“ არის ის, დღეს ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი საქმით, თავისი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით შეძლო სიტუაციის დეესკალაცია, ვითარების დასტაბილურება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მართვა და მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up