ირაკლი ღარიბაშვილი - ვიდრე ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იქნება პოლიტიკაში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ვერ დაისვენებს

ირაკლი ღარიბაშვილი - ვიდრე ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იქნება პოლიტიკაში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ვერ დაისვენებს

access_time2021-09-02 16:50:00

„ნაცმოძრაობა“ რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა სრულად გამყარებული დიქტატურა და ჩვენ დავემშვიდობებოდით ევროკავშირსაც, ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, ნატოსთან მიმართებაში ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ერთხელ უკვე დაკარგეს ტერიტორიები და მეორედ ამის უფლება აღარ მიეცემათ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ვიცოდით რა მათი უგუნური პოლიტიკა, სამუდამოდ დავკარგავდით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. რა მაძლევს ამის თქმის უფლებას და საფუძველს? - მაძლევს ის, რომ არაფრის გამო კოდორის ხეობა ჩააბარეს ოკუპანტს, ასზე მეტი სოფელი, რომელზეც გამოვიდა ეს მავნებელი სააკაშვილი, მასხარა და თქვა, რომ ეს იყო ქვების გროვა. თქვენ გესმით რაზეა საუბარი? კაცი, რომელიც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, მტერს ჩააბარებს ასზე მეტ სოფელს და შემდეგ უწოდებს "ქვების გროვას" რაზეა საერთოდ საუბარი, სად ვართ?!. რატომ ვსაუბრობ ამდენს, იმიტომ, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, მეგობრებო. მე განსაკუთრებული აქცენტი მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯერ კიდევ შეცდენილია და ჯერ კიდევ ილუზია აქვს, რომ ამ ძალას, ვინც ერთხელ უკვე ნგრევა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩაგვრა და წამება ჩვენს მოქალაქეებს, აქვთ კიდევ რაიმეს გაკეთების შანსი და უფლება. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ჩვენი ტერიტორიები და მეორედ არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მმართველი გუნდის ფასეულობებზე და აღნიშნა, რომ ოპონენტების ნებისმიერ პროვოკაციას პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, პროგრესზე, მშვიდად, მტკიცედ, მყარად უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, აუღელვებლად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ძლიერი ხელისუფლება მათ ნებისმიერ პროვოკაციას მშვიდად, მტკიცედ და მყარად კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა, გასცემს და ყოველთვის გაუცია პასუხი და ადგილს მიუჩენს მათ ყოველთვის, მათი ადგილი არის პოლიტიკის მიღმა, ეს ადამიანები უნდა გავიყვანოთ პოლიტიკიდან, მათი დარჩენა ნიშნავს მუდმივ ქაოსს და დესტაბილიზაციას ჩვენი ქვეყნის, ხალხი ვერ დაისვენებს, ჩვენი ქვეყანა ვერ დაისვენებს, მანამ სანამ ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იქნება პოლიტიკაში, ეს არის რეალობა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ღირებულებებზე და ფასეულობებზე. ჩვენი ჯგუფი, ჩვენი გუნდი რატომ არის ძლიერი და რატომ ვიგებთ ამ არჩევნებს. კიდევ ვიმეორებ, შეცდომებიც არის, ყველაფერი არის, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები და ამიტომ ვართ შეკავშირებულები ერთმანეთთან. მიმდინარეობს ბუნებრივი ფილტრაციაც - ზოგი გვტოვებს, ზოგიც მიდის, ზოგი მოდის, მაგრამ ჩვენი რიგები ყოველთვის არის შევსებული ღირსეული ადამიანებით, რომლებიც აფასებენ ერთგულებას, სიმართლეს, პატიოსნებას, ღირსებას, თავისუფლებას და რაც მთავარია მათ ესმით სამშობლოს სიყვარული. აი ამ ფასეულობებზე დგას „ქართული ოცნება" სწორედაც და ასევ გავაგრძელებთ ჩვენ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის პატრონობას და ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომას. რაც მთავარია, შეხედეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეორე გუნდს. შემთხვევითი არ არის რა თქმა უნდა, რომ ასეთი ბექგრაუნდის, ასეთი მემკვიდრეობის მქონე ადამიანების რაღაც სახე არის, თითქოს ერთსახოვანია, ყველა ერთნაირია ოპოზიციის რიგებში. რატომ, იმიტომ, რომ მათაც ანალოგიური ამ ყველაფრის ანტიპოდები არიან და ამის ყველაფრის საპირისპირო ღირებულებები აკავშირებთ. სააკაშვილს, გვარამიას, ნიკა მელიას, რომელიც ასევე წარმატებით იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში წინა ხელისუფლების დროს და ახლაც. ჩვეულებრივი კრიმინალია და ყველა ეს ადამიანი - კეზერაშვილი იქნება, ბოკერია იქნება, უგულავა თუ სხვა, ვანო მერაბიშვილი, ახალაიები და სადისტები და სისასტიკით გამორჩეული ადამიანები. ამიტომაც არჩევანი სახეზეა მეგობრებო. ჩვენ ან ავირჩევთ ისევ სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, ახალაიას, მერაბიშვილს და ექნებათ ის 15 თუ 20 პროცენტი, ისევ გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მოწამლვას და ჩვენი მოსახლეობის ისევ დაძაბვას, ან მეორეს მხრივ არის ძალა, რომელიც თავის სიკეთეებით, თავისი შეცდომებით, თავისი ფასეულობებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up