ირაკლი ღარიბაშვილი - ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის პოზიციების გაძლიერებას რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილი - ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის პოზიციების გაძლიერებას რეგიონში

access_time2021-11-24 00:00:00

ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ჩვენს რეგიონში, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით მუდმივ რეჟიმში გვაქვს მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატში და ვიცით, რომ დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აშშ-ის, ევრონავშირის და ნატოს ერთგული პარტნიორი და ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტნიორი ქვეყანაა რეგიონში.



„ოფიციალურად უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა ერთხელ მოხდა, თუმცა მე გეტყვით, რომ უსაფრთხოების საბჭოს კაბინეტთან მე მაქვს შეხვედრა კვირაში არაერთხელ და ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე საფრთხეებს, ამის თაობაზე მსჯელობები გვაქვს და მე ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენ ანგარიშებს და შესაბამისი დისკუსიები გვაქვს. ზოგადად, რეგიონში რომ შეიცვალა უსაფრთხოების სურათი და არსებული ვითარება, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მათ შორის ყარაბაღის ომის შემდეგ. შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც საინტერესოა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის. უნდა ითქვას ერთი რამ, რომ საქართველო რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორის, აშშ-ის, ევრონავშირის, ნატოს ერთგული პარტნიორია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტნიორი ქვეყანაა ამ რეგიონთან წვდომის თვალსაზრისით. საქართველო ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ქვეყანაა და დასაყრდენი პარტნიორია იმ ქვეყნებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომელიც მე ჩამოვთვალე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იგივე რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ჩვენს რეგიონში, მათ შორის ყარაბაღის ომის შემდეგ ძალთა ბალანსის ცვლილებას და ზოგადად, პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენს რეგიონში. ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მუდმივ რეჟიმში გვაქვს მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატში და ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში დღეს რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გადახურული აქვს ეს რეგიონი. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ, მე ამას ყოველთვის ვახსენებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შესაძლოა ზოგიერთს რუსეთთან ურთიერთობა უქმნიდეს დისკომფორტს, მაგრამ ჩვენ გვიწევს თანაცხოვრება რუსულ ჯართან ერთად. ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს, ამიტომ მე ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია. მეორეს მხრივ, რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობას და ფუნქციონირებას, დაგეთანხმებით, რომ ალბათ უფრო მეტად საჯარო შეიძლება გავხადოთ, მეტი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც გარკვეული კითხვები ისმოდა, პრაქტიკულად დასრულებულია და მე ველოდები, ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნების დატვირთულმა დღის წესრიგმა გადაფარა ეს საკითხი და წლის ბოლოს ჩვენ ალბათ უკვე დავამტკიცებთ ყველა დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია,“  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up