საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების ახალი მინისტრი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განათლების უწყების ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. პრემიერმა ახალი მინისტრის წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდს კარგი მენეჯერები სჭირდება.
პოსტზე წარდგენისას გიორგი ამილახვარმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა გუნდს და პრემიერ-მინისტრს. მან თავისის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად პროფესიული განათლების გაძლიერება დაასახელა. ასევე მისი თქმით, ის აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველო რეგიონში განათლების კერად იქცეს.
თავად გიორგი ამილახვარი არის იმ 76 დეპუტატს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა აგენტების შესახებ კანონს, რომლის ჩაგდებაც შემდგომ ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე მოუწიათ.