ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა

access_time2020-12-22 17:12:59

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების მიერ შემუშავებული ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება არსებული გეოპოლიტიკური გარემოს ანალიზს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.


„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიზნით თავსებადობის გაზრდა და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


მან განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საერთაშორისო წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხებს.



ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.




თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება მართვისა და კონტროლის სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რომელიც მორგებული იქნება ამოცანით მართვის მოთხოვნებთან. მისი განმარტებით, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმირება. ღარიბაშვილმა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესზე, საარტილერიო კომპონენტის განვითარებასა და, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ჯარის აღჭურვაზე ისაუბრა.



მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო წელს იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო (ე.წ. კამიკაძე) საფრენი აპარატების შეძენა. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფები კი, თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღიჭურვება. 2021 წელს, ასევე, დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.



ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2018 წელს წარმატებით განხორციელდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და 2021 წელს მეორე ფაზა დასრულდება. ებრაელ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლება და მოდერნიზაცია მოხდება. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვა. მომავალ წელს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენაც.



მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ყურადღება გამახვილდება ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერება. მისივე განმარტებით, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება მომდევნო წლებშიც პრიორიტეტული იქნება.



სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა 2020 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის, სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების, ასევე სამხედრო განათლების სისტემის სრულყოფის საკითხები. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროების სახელფასო, კვებითი და სამედიცინო პირობების გაუმჯობესების, საბინაო და განათლების შესაძლებლობების განვითარების, ასევე, ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფის კუთხით. მან დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებზეც ისაუბრა. დასკვნით ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და გეგმების იმპლემენტაციის შედეგად, ჯარის ბრძოლისუნარიანობა და თავდაცვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up