ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე და შესაბამისად იმოქმედებს ყველა უწყება - შოუების ადგილი ციხე არ არის

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე და შესაბამისად იმოქმედებს ყველა უწყება - შოუების ადგილი ციხე არ არის

access_time2021-10-28 21:00:48

30 ოქტომბრის შემდეგ, სააკაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაში. ის არის პატიმარი და ამას ყველა შეეგუება, მას მოუწევს მინიმუმ 6 წელი სასჯელის მოხდა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

"როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე პატიმარი, მარტივად არის საქმე. მე მოვისმინე პრეზიდენტის ძალიან მყარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს სააკაშვილის შეწყალებას. შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ სტანდარტის შესაბამისად იმოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "ციხე არ არის ადგილი, სადაც შოუ შეიძლება მოაწყო". "ერთი რამ ვიცი - შოუების ადგილი ციხე არ არის", - განაცხადა კობახიძემ.


კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკავება, საერთაშორისო სკანდალი, კობახიძემ უპასუხა, რომ ერთადერთი უხერხულობა არსებობდა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი.

"ეს ფაქტორი მოიხსნა. ამით არის ბედნიერი, როგორც საქართველო, ასევე უკრაინა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ შეიძლება 6 - წლიანი შოუ დაიდგას ერთი კონკრეტული პირის მიერ, რომელიც არის უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული ", - აღნიშნა კობახიძემ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up