ირაკლი კობახიძემ თსუ-ში ლექცია გადადო - სტუდენტების განცხადებით, პროტესტი იგეგმებოდა

ირაკლი კობახიძემ თსუ-ში ლექცია გადადო - სტუდენტების განცხადებით, პროტესტი იგეგმებოდა

access_time2023-03-11 09:00:45

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ პროფესორ ირაკლი კობახიძის ლექცია საგანში „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალში", რომელიც შაბათს, 11 მარტს, 10:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ლექციის გადადება ლექტორმა [ირაკლი კობახიძემ] მოითხოვა, იურიდიულმა ფაკულტეტმა კი სტუდენტებს შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. პრესსამსახურისთვის უცნობია ლექციის გადადების მიზეზი.


თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა მამუკა ჩხეიძემ, რომელსაც ეს საგანი გავლილი აქვს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში პირველი მოსმენით მხარდაჭერის გამო, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტის გამოხატვა იგეგმებოდა. „ოღონდ მდუმარე პროტესტი იქნებოდა, - დააზუსტა მან და განმარტა, - დავხვდებოდით აუდიტორიაში, მოვიდოდა, ვაჩვენებდით პლაკატებს და საკუთარ წიგნს, რომლებსაც იქვე აუდიტორიაში უხმოდ დავუტოვებდით და წამოვიდოდით ყოველგვარი აგრესიის გარეშე".

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ანა ჩითინაშვილმა, რომელსაც ეს საგანი, მართალია, სხვა ლექტორთან აქვს გავლილი, დაგვიდასტურა, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვაში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ლექცია გადაიდო. „პროტესტი იქნებოდა სრულიად მშვიდობიანი", - გვითხრა ანამ.

ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებულ საკითხზე მამუკა ჩხეიძემ „ფეისბუკზე" პოსტიც გამოაქვეყნა.

„თსუ-ში ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს განრიგის მიხედვით შაბათს 10:00 საათზე.

სტუდენტები, რომლებისთვისაც მიუღებელია მის მიერ სალექციო კურსის წაკითხვა და მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს. რაც გულისხმობდა შემდეგს - აუდიტორიაში მივიტანდით პლაკატებსა და მისსავე წიგნებს, რასაც ვაჩვენებდით და დავუტოვებდით ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე.


ცოტა ხნის წინ, მის სალექციო ჯგუფში რეგისტრირებულ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ლექცია არ ჩატარდება.

ესაა იმ „კაცის“ სახე, რომელიც ვერ ბედავს სტუდენტებთან თამამად გამოჩენას. საერთოდ ყოველთვის დაცვით დადის, აუდიტორიის წინ მუდმივად დგას დაცვის ორი თანამშრომელი, თითქოს მას ვინმე ემუქრებოდეს. ახლა კი ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ის Gen Z დახვდება ადგილზე, რომელიც ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა ორი ღამის განმავლობაში.

ეგ Gen Z დაგამთავრებთ!" - დაწერა სტუდენტმა

„ქართული ოცნების" პრესცენტრს ვკითხეთ, რა გახდა ირაკლი კობახიძის მიერ ლექციის გადადების მიზეზი, რაზეც გვიპასუხეს, რომ საქმის კურსში არ არიან.


2 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებდნენ „ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს, ლექტორ ნიკოლოზ სამხარაძეს - მიზეზი მისი მხრიდან „რუსული კანონის“ მხარდაჭერა იყო.


radiotavisupleba.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up