რუსეთი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუშლის – ირაკლი მენაღარიშვილი

რუსეთი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუშლის – ირაკლი მენაღარიშვილი

access_time2022-03-18 10:00:10

ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ, კავკასიის რეგიონში ვითარება შეიძლება კიდევ ერთხელ შეიცვალოს. თურქეთი და სომხეთი დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის პირას დგანან. მდგომარეობის გასაანალიზებლად „კომერსანტი“ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი რეალურია, რუსეთი პროცესის წინააღმდეგი იქნება, მაგრამ ხელს ვერ შეუშლის.


როგორც ირაკლი მენაღარიშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში განმარტა, ორი მთავარი ხელისშემშლელი წინაპირობა აღარ არსებობს. ერევანი ანკარისგან გენოციდის აღიარებას აღარ ითხოვს, თავის მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა 2020 წელს ყარაბაღზე კონტროლი თითქმის სრულად აღიდგინა, კონფლიქტის ზონა აღარც თურქეთისთვისაა პრობლემა და წარსულში უკვე მომხდარი აღარ უნდა განმეორდეს, როდესაც მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებების რატიფიცირებაზე როგორც სომხეთის, ასევე თურქეთის პარლამენტმა უარი განაცხადა.

 

მენაღარიშვილის თქმით, დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებამ შესაძლოა რეგიონში დეესკალაციასა და გახლეჩის დასრულებას შეუწყოს ხელი, რომლითაც ბოლო 30 წელიწადში სამხრეთ კავკასია სერიოზულად ზიანდებოდა.

 


სომხეთი ყარაბაღის ბოლო ომამდე რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ მოკავშირე სახელმწიფოდ განიხილებოდა. ომმა ურთიერთობები შედარებით გააცივა, თუმცა ქვეყნები ღიად დაპირისპირებულ მხარეებად არ ქცეულან. ერევანს არც ევრაზიული კავშირი დაუტოვებია და არც გიუმრიდან მოუთხოვია რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა. აზერბაიჯანისა და თურქეთის ფაქტორებს რუსეთი შანტაჟისთვისაც იყენებდა. როცა მართლა საქმე საქმეზე მიდგა აზერბაიჯანმა სომხეთი დაამარცხა, შესაბამისად თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება კრემლის იმპერიალისტურ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში უნდა მოდიოდეს. აღნიშნულ თემასთან დასმულ კითხვაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთისთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელი იქნება, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში გააქტიურებული თურქეთის ფონზე მას ხელს ადრინდელივით ვეღარ შეუშლის და მათ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან შეგუება მოუწევს.

 

კითხვაზე იმუშავებს თუ არა შეთანხმება პრაქტიკაში და ექნება თუ არა უსაფრთხოების განცდა სომეხ ან თურქ ტრაილერის მძღოლს მტრულად აღქმული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადასვლისას ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოგვარებადი პრობლემაა, რომლის პირობებიც შეთანხმებაშივე უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ არსებული ვითარებით ქვეყანა მოგებულია, რადგან აზერბაიჯანიდან თურქეთამდე გაყვანილმა რკინიგზამ, ნავთობსადენმა და გაზსადენმა სომხეთის ნაცვლად, რომელიც უმოკლესი გზა იყო, საქართველოზე გაიარა, საქართველოზე მოდის საავტომობილო ტვირთებიც, თუმცა არასტაბილური ვითარება სამივე სახელმწიფოს და მათ შორის საქართველოს, გაცილებით მეტს აკარგვინებს. ირაკლი მენაღარიშვილის თქმით საქართველო რეგიონში გასაღებია, რომელსაც შესაძლებლობების რეალიზაცია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში შეუძლია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up