ირაკლი ქადაგიშვილი - ახლა უქმეებია გამოცხადებული, რომელიც 13 მაისს დამთავრდება და პირველივე სესიაზე გამოვა ამნისტიის პროექტი

ირაკლი ქადაგიშვილი - ახლა უქმეებია გამოცხადებული, რომელიც 13 მაისს დამთავრდება და პირველივე სესიაზე გამოვა ამნისტიის პროექტი

access_time2021-05-04 15:00:00

ახლა უქმეებია გამოცხადებული, რომელიც 13 მაისს დამთავრდება და პირველივე სესიაზე გამოვა ამნისტიის პროექტი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების გამო ხომ არ გვიანდება ამნისტიის კანონპროექტის მიღება და ხომ არ ირღვევა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ვადები.


როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, „დასვენება არ არის ამნისტიის გამო“ და ხელოვნურ კრიზისზე არ შეიძლება საუბარი იყოს, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.


„დასვენება არ არის ამნისტიის გამო, უქმე დღეები სახელმწიფომ შემოიღო როგორც პანდემიის ჯაჭვის გაწყვეტის ერთ-ერთ საშუალებად, ამიტომ აქ არაფერ შუაშია საპარლამენტო და მითუმეტეს ამნისტიის პროცესი. როგორც კი დამთავრდება უქმე დღეები პირველივე სესიაზე ხდება სწორედ ამნისტიის კანონის ინიცირება.



სწორად უნდა წავიკითხოთ ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა მუხლი - ( ამნისტიის პროექტზე) იქ წერია რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ გარკვეული დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ ოპოზიციასთან გვქონოდა კონსულტაციები, რათა შევჯერებულიყავით ერთიან პროექტზე. ამიტომ ეს ვადა სწორედ კონსულტაციებს და შიდა პოლიტიკურ დებატებს დასჭირდა. ახლა უქმეებია გამოცხადებული, რომელიც 13 მაისს დამთავრდება და პირველივე სესიაზე გამოვა ამნისტიის პროექტი. როგორც შეიძლება ხელოვნურ კრიზისზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, კრიზისი არც ადრე იყო, ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა იყო მთელი 6 თვე,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up