ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ თუ რამეს ვულოცავთ ერთმანეთს, ვულოცავთ იმას, რომ ქვეყნის ჩამოშლის, ხალხზე და სახელმწიფოზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა

ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ თუ რამეს ვულოცავთ ერთმანეთს, ვულოცავთ იმას, რომ ქვეყნის ჩამოშლის, ხალხზე და სახელმწიფოზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა

access_time2021-10-05 15:50:00

ჩვენ თუ რამეს ვულოცავთ ერთმანეთს, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, ვულოცავთ იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის ჩამოშლის, რევოლუციური მეთოდებით ხელისუფლებაზე ძალადობის, ხალხზე და სახელმწიფოზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა. ე.წ. რეფერენდუმად გამოცხადებული ქვეყნის წინააღმდეგ დაუძინებელი ბრძოლის ქრონიკა არ შედგა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავის შინაარსს მეორე ტურში დაუბრუნდება.


„აქ ბევრჯერ გაჟღერდა რას ულოცავთ ერთმანეთსო, ერთ-ერთმა ექსპერტმა დღეს ოპოზიციას მიმართა - რა გიხარიათო? - ეს ალბათ, ანალოგიაა იმ სიხარულთან, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოაწყვეს. ჩვენ თუ რამეს ვულოცავთ ერთმანეთს, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, ვულოცავთ იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის ჩამოშლის, რევოლუციური მეთოდებით ხელისუფლებაზე ძალადობის, ხალხზე და სახელმწიფოზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა. ე.წ. რეფერენდუმად გამოცხადებული ქვეყნის წინააღმდეგ დაუძინებელი ბრძოლის ქრონიკა არ შედგა. ეს არის მისალოცი! ეს არჩევნები მეორე ტურში დაუბრუნდება იმ რეალურ შინაარსს, რასაც ჰქვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დემოკრატია სწორედ ნიშნავს პროცედურების და სისტემების, ინსტიტუციების მათზე მორგებული პროცესებით მართვას.


ეს თვითმმართველობის არჩევნები უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ გადააქციეს ხელისუფლების შეცვლის არჩევნებად, რომელიც არ გამოუვიდათ. ვერც დივერსანტულ-კონტრაბანდისტული გზით შემოპარულმა ყოფილმა პრეზიდენტმა უშველათ, ვერც იმან უშველათ, მოულოდნელად გუნდის დატოვებით სახტად რომ დატოვა ისინიც, ვინც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ და გვეუბნებიან, რომ ყველა წინა არჩევნებში ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბატონი გიორგი გახარია ატარებდა არჩევნებს და ახლა გახდა ყველაფერი ცუდადო.



მეორე ტურში არჩევნები უბრუნდება თავის შინაარსს. 20-ვე მუნიციპალიტეტში მივაღწევთ დამაჯერებელ წარმატებას. ეს იქნება არა მარტო „ქართული ოცნების“ წარმატება, იქნება ქართული სახელმწიფოს წარმატება. ჩვენ მივიღეთ კანონები, რომელიც ოდესღაც ალბათ, მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობამდე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up