თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს და გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა, რაც პარლამენტის წევრს აკისრია.
„კარგად ვიცნობ ოთხივე მუნიციპალიტეტის როგორც მცხოვრებლებს, ასევე პრობლემებს. მესმის ის პასუსიხმგებლობა, თუ რას ნიშნავს პარლამენტის წევრი იყო. რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებ. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, რადგან კახეთისთვის ეკონომიკის წამყვანი მიმართულებაა. კარგად მესმის, თუ რა რეფორმებია გასატარებელი, რათა თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება მოქალაქეების ინტერესებზე იყოს მორგებული.
ასევე, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს და ეკონომიკური აღმავლობა შეუქცევადი გახდეს. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ფუნქცია იქნება, კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯები გადავდგა, რაც მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს. კერძოდ, ისეთი რეფორმები და კანონები იყოს მიღებული, რაც ეკონომიკას განავითარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში წარადგინა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სია რეგიონების მიხედვით ასეთია:
მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – შალვა კერესელიძე
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – დავით სონღულაშვილი
რუსთავის საარჩევნო ოლქი – ნინო ლაცაბიძე
მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – ზაურ დარგალი
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი
გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – გიორგი ხოჯევანიშვილი
ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ზაზა დუგლაძე
ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ანტონ ობოლაშვილი
ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – სამველ მანუკიანი
ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ზაზა ლომინაძე
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – ბეჟან წაქაძე
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – გივი ჭიჭინაძე
ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე
ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ჩიქოვანი
ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ხახუბია
აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ალექსანდრე მოწერელია
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ვასილ ჩიგოგიძე
ბათუმის საარჩევნო ოლქი – რესან კონცელიძე
ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ზაალ მიქელაძე
ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.
პირველი არხი