ირაკლი ქარსელაძე UAE-ს საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა საკითხები განიხილე მხარეებმა

ირაკლი ქარსელაძე UAE-ს საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა საკითხები განიხილე მხარეებმა

access_time2023-03-17 22:00:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის უწყება ავრცელებს.


„თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხელმძღვანელობს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციას.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარება ქვეყანას სრულიად ახალ შესაძლებლობებს უჩენს. 


ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია, საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, არა სახიფათო ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.  მათ შორის, აღნიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობები.



შეხვედრაზე ისაუბრეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის ახალი მასშტაბური პროგრამების შესახებაც. ასევე, აღინიშნა 21 წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მთელ ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრესი და ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების აქტიური პროცესი.


თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მასშტაბს და გამოხატა  არაბთა გაერთიანებული საეამიროების ინტერესი გაააქტიურონ და გააღრმავონ ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.  


ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის წევრები, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up