ჩვენ ისეთი საპარლამენტო გარემო გვაქვს, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს პარტიის შექმნის უფლება, თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
მისი თქმით, მისასალმებელია, თუ გიორგი გახარია პარტიას შექმნის.
„მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს. მათ შორის, მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ პარტიას შექმნის, რადგან ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი კრიტიკული ხედვა ალბათ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
imedinews.ge