2023 წელს რუსეთის დაახლოებით 137000 მოქალაქე შემოვიდა, გასულია - 150913 - გომელაური

2023 წელს რუსეთის დაახლოებით 137000 მოქალაქე შემოვიდა, გასულია - 150913 - გომელაური

access_time2023-02-21 22:00:14

შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს, 1-ელი იანვრიდან დღემდე, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 150 913 გავიდა. როგორც გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა 2020 - 2021 წლებთან შედარებით გაზრდილია.


„2022 წელს რუსეთის 869 874 მოქალაქეა შემოსული, ეს მთლიანად მილიონ 400 კვეთაა. ვიცით, რომ საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება. შეიძლება რუსეთის მოქალაქე დღეში 3-ჯერ და 5 ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს საზღვარზე. 2022 წელს რუსეთის 809 873 მოქალაქე გავიდა უკან. აქ პიროვნებებზეა ლაპარაკი და არა საზღვრის კვეთაზე. 2019 წელს შემოსული იყო მილიონ რუსეთის 64 000 მოქალაქე და გასული იყო მილიონ 67 ათასი მოქალაქე.


გეთანხმებით, რომ გაიზარდა 2020 და 2021 წლებთან შედარებით, თუმცა 2019 და 2018 წლებში ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, 300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტი, ამ ციფრებს მე არ ვიგონებ და არ ვწევთ ჩვენ, ეს არის სტატისტიკა. 2023 წელს, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა და გასულია რუსეთის მოქალაქე - 150 913. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთის 13 934 -ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება.



მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე. ერთმა ადამიანმა შეიძლება დღეში 30-ჯერ გადაკვეთოს და გადმოკვეთოს საზღვარი. ეს ადამიანი არ შეიძლება 30 ადამიანად შევაფასოთ, ის არის 1 ადამიანი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


მინისტრის თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე შემოსულია 917 000 რუსეთის მოქალაქე და გასულია 866 000 ადამიანი.

თეგები:
გომელაური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up