ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი საქართველოს ტოვებს, ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. რან გიდორი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2020 წლის იანვარში დაინიშნა.
„პირველად როდესაც თბილისში 1997 წელს ჩამოვედი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, თავისთავად მაშინ საკმაოდ რთული საცხოვრებელი პირობები იყო, არ იყო გათბობა, ელექტროენერგია და წყალი, მაგრამ მიუხედავად ამისა შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა თბილისი და საქართველო, 20 წლის შემდეგ მე დაბრუნდი საქართველოში, უკვე როგორც ისრაელის ელჩი, ვხედავ თუ რამხელა ცვლილება მოხდა ქვეყანაში, როგორ გარდაიქმნა ის.
მინდა ყველას, ვინც აქ გაგიცანით, მადლობა გადაგიხადოთ, იმ ასობით ადამიანს ვინც მე და ჩემი ოჯახი თავიან ოჯახებში კეთილი გულით მიგვიღო. ჩვენთვის აქ ყოფნა განსაკუთრებით ემოციური და დაუვიწყარი იყო. მე აქ შემეძინა ჩემი ემილი, ჩემი თბილისელი გოგო, ემილი უკვე საქართველოს მოქალაქეა.
ახლა სამწუხაროდ მოვიდა დრო რომ დაგემშვიდობოთ და დავბრუნდე ისრაელში. მე და ჩემ ოჯახს ძალიან გვიხარია, რომ აქ შევიძინეთ არაჩვეულებრივი მეგობრები, ჩვენ ძალიან მოგვენატრებით და არასოდეს დაგივიწყებთ, იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვენგანი მოახერხებს და გვესტუმრება ისრაელში. დიდი მადლობა“, - ამბობს რან გიდორი ვიდეო მიმართვაში.