2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიოში 308 ტექნოლოგიურმა კომპანიამ 95 508 თანამშრომელი გაათავისუფლა, წერს Layoffs.fyi პორტალი. ეს მაჩვენებელი იანვრის შემდეგ კიდევ სამჯერ გაიზარდა.
Layoffs-ის ინფორმაციით, 2023 წელს ტექნიკურ სექტორში თანამდებობიდან გათავისუფლების რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
2022 წელს 1024-მა IT კომპანიამ 154 336 ადამიანი გაათავისუფლა.
მიმდინარე კვირაში, ტექნიკურ კომპანიების რიცხვს, რომლებიც თანამშრომლებს ამცირებენ, კომპიუტერების მწარმოებელი Dell Technologies Inc.-იც შეუერთდა, რომელმაც გამოაცხადა, რომ პერსონალის დაახლოებით 5%-ის გათავისუფლებას გეგმავს.
გადახდის სისტემის ოპერატორმა PayPal Holdings Inc.-მა თებერვლის დასაწყისში 2 000 სამუშაო ადგილის, ანუ პერსონალის დაახლოებით 7%-ის შემცირების შესახებ გამოაცხადა.
მსოფლიოს უდიდესმა კომპიუტერული სერვისების პროვაიდერმა International Business Machines Corp.-მაც გამოაცხადა შემცირების შესახებ.
იანვარში Alphabet Inc.-მა, Google-ის ჰოლდინგმა, დაადასტურა ინფორმაცია მსოფლიოში დაახლოებით 12 000 თანამშრომლის გათავისუფლებაზე.
რამდენიმე ასეული თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება Intel Corp.-მაც მიიღო.
Microsoft Corp.-მაც დაადასტურა ინფორმაცია 10 000 თანამშრომლის შემცირების შესახებ.
სტრიმინგის სერვისმა Spotify Technology-მ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) განაცხადა, რომ ის თანამშრომლებს 6%-ით შეამცირებს, რაც დაახლოებით 588 სამუშაო ადგილია. მანამდე კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase Global Inc.-მა 950 თანამშრომლის შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება.